თერგის საბჭოთა რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თერგის საბჭოთა რესპუბლიკა (რუს. Терская Советская Республика; მარტი, 1918თებერვალი, 1919) — რესპუბლიკა რსფსრ-ის შემადგენლობაში, რომელიც წარმოიქმნა ყოფილ რუსეთის იმპერიის თერგის ოლქში.

გამოცხადდა 1918 წლის მარტს თერგის კაზაკებისა და მთიელთა II საოლქო ყრილობაზე. თერგის საბჭოთა რესპუბლიკის სახკომსაბჭოში შევიდნენ ს. ბუაჩიძე (თავჯდომარე), ი. ფიგატნერი და სხვა. ივლისში შედგა თერგის საბჭოთა რესპუბლიკის ხალხთა IV ყრილობა, რომელმაც განიხილა საშინაო და საგარეო კონტრრევოლუციასთან ბრძოლის საკითხი. იმავე თვეში თერგის საბჭოთა რესპუბლიკა შევიდა ჩრდილო კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1919 წლის იანვარში ჩრდილოეთ კავკასია დაიპყრო „მოხალისეთა არმიამ“, მაგრამ 1920 წლის მარტში წითელმა არმიამ და პარტიზანებმა გაანთავისუფლეს და აღადგინეს საბჭოთა ხელისუფლება. 1920 წლის ნოემბერი — 1921 იანვარში ჩამოყალიბდა მთიელთა ავტონოიური საბჭოთა რესპუბლიკა, სადაც შევიდა თერგის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილი, გარკვეული ნაწილი მიეკუთვნა დაღესტნის ასსრ-ს, ხოლო დანარჩენი შევიდა თერგის ოლქში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]