ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზასარკინიგზო ხაზი რუსეთში. შეიქმნა 1959 წელს. ერთმანეთთან აკავშირებს კრასნოდარის, სტავროპოლის მხარეებს, დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკებს. ემსახურება ნავთობის, ქვანახშირის, ცემენტის სამრეწველო რაიონებს, აგრეთვე კურორტებს (სოჭი, კავკასიის მინერალური წყლები).

რკინიგზის სამმართველოს შენობა მდებარეობს დონის როსტოვში და რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]