ჩიხორის ბრძოლა (1732)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩიხორის ბრძოლა
თარიღი 1732/1734
მდებარეობა ჩიხორი
მიზეზი ოტია დადაიანის ალექსანდრე V-ზე შურისძიების სურვილი, რადგან იმერეთმა მიიღო მონაწილეობა ოსმალეთის სადამსჯელო ლაშქრობაში ოდიშში
შედეგი იმერეთის სამეფოს გამარჯვება
მხარეები
იმერეთის სამეფო სამეგრელოს სამთავრო
მეთაურები
ალექსანდრე V ოტია დადიანი

ჩიხორის ბრძოლა — 1732/1734 წელს მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირება იმერეთის სამეფოსა და სამეგრელოს სამთავროს შეიარაღებულ ძალებს შორის. იმერეთის ჯარმა დაამარცხა მოწინააღმდეგე და ტყვედ ჩაიგდო სამეგრელოს მთავარი ოტია დადიანი.

1730 წელს ოტია დადიანი აუჯანყდა ოსმალების ბატონობას და მონაწილეობა არ მიიღო მათ ლაშქრობაში, რომელიც ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრები მთიელების დამორჩილებას ისახავდა მიზნად. ამის გამო ოსმალებმა ოდიშის სამთავრო დაარბიეს და ილორის წმინდა გიორგის ეკლესია დაწვეს. თურქთა ამ ლაშქრობაში იმერეთის მეფე ალექსანდრე V მონაწილეობდა. შურის საძიებლად ოტია დადიანი იმერეთის ფეოდალთა ჯგუფს, აბაშიძესა და რაჭის ერისთავს დაუკავშირდა და მამუკა ბატონიშვილის ტახტზე აყვანა გადაწყვიტა. იმერეთის მეფეს მიემხრნენ ლევან აბაშიძე, მამია IV გურიელი, ბარის ერისთავი გედევანი, მერაბ წულუკიძე და სხვანი. 1732/1734 წელს იმერეთსა და სამეგრელოს შორის ჩიხორთან გამართულ ბრძოლაში ოტია დადიანი დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. იგი იძულებული გახდა იმერეთის მეფისთვის საჭილაო და სამიქელაო დაეთმო. ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ დადიანმა კვლავ გააგრძელა იმერეთის მიმართ მტრული პოლიტიკის გატარება.

თარიღი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლის სავარაუდო თარიღია 1732 წელი, თუმცა ზოგი ისტორიკოსი ჩიხორის ბრძოლას 1734 წლით ათარიღებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]