ჩიქვი
იერსახე
ჩიქვი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Scorpaena onaria | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Scorpaena | ||||||||||||
|
ჩიქვი (ლათ. Scorpaena) — თევზების გვარი სკორპენისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებში. საქართველოში (შავ ზღვაში) ბინადრობს 1 სახეობა — ზღვის ჩიქვი (ლათ. Scorpaena porcus), რომლის სხეულის სიგრძე 7-13 სმ, იშვიათად 30 სმ აღწევს. ჩიქვები ფორმით ქორჭილას ჰგვანან. ფარფლების ეკლიანი სხივების ფუძესთან შხამიანი ჯირკვალი აქვთ და ქვეწარმავალთა მსგავსად იცვლიან კანს. მტაცებლები არიან. ძირითადად თევზებით იკვებებიან. გემრიელი ხორცი აქვთ. მცირე რაოდენობის გამო მათი რეწვა სხვა თევზებთან ერთად ხდება. უმთავრესად ნედლად იყენებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 141.