ჩირნეკო დელ ეტნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩირნეკო დელ ეტნა
წარმოშობის ქვეყანა იტალია
თვისებები
წონა მამრი 10-12 კგ.
მდედრი 8-10 კგ.
სიმაღლე მამრი 46-50 სმ.
მდედრი 42-46 სმ.
ბეწვი ჟღალი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ჩირნეკო დელ ეტნა (იტალ. Cirneco dell'Etna) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია იტალიაში უძველეს ხანაში.

ჩირნეკო დელ ეტნა ეგვიპტური მორბენალი ძაღლების კიდევ ერთი კლასიკური შთამომავალია, მას სუფთა სახით და შედარებით იზოლირებულად ამრავლებდნენ სიცილიაში, სადაც ის 2000 წლის წინ მოხვდა. ეს ცოცხალი, სპორტული იტალიური ძაღლი წარმომავლობით ახლოსაა ფარაონის ძაღლსა და პოდენკო იბისენკოსთან, თუმცა მათთან შედარებით ორჯერ პატარაა. ეს ჯიში თითქმის უცნობია სიცილიის ფარგლებს გარეთ. ასევე როგორც ზემოთ ნახსენები ჯიშები, ჩირნეკო დელ ეტნასაც ინტენსიური ვარჯიშები სჭირდება და ამიტომ მისი ყოლა ქალაქის პირობებში ძნელია. ეს ძაღლი არც ისე ადვილად იწვრთნება, ბავშვებს და ძაღლებს ძნელად ეგუება.

თბილ კლიმატში მას შეუძლია გარეთ ძილი და სახლის დაცვა. ჩირნეკო დელ ეტნას აქვს ყურადღებიანი თვალები, მოკლე, მბზინავი, უხეში ბალანი, გრძელი წინა ფეხები, ძლიერი თეძოები, გრძელი კუდი, რომელიც ბოლოსკენ ვიწროვდება. ჩირნეკო დელ ეტნა კარგად ეგუება სიცხეს, ბალანს კანსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: