ჩირდილელიანთკარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩირდილელიანთკარის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩირდილელიანთკარის განაპირას, აღმოსავლეთით. განეკუთვნება XlX საუკუნეს. ეკლესია დარბაზულია (8 x 6,4 მეტრი), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ტლანქად. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. კარი თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული ღრმა აფსიდია. აფსიდის ღერძზე უჩვეულოდ დაბალი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის სამხრეთით, იატაკის დონეზე, ფართო თაღოვანი ნიშია. ეკლესიის სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია, დასავლეთ კედელში - ერთი. ეკლესიის დარბაზი შესამჩნევად მოკლეა. გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც ერთ შეკიდებულ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ფასადები დასრულებული იყო თაროსებრი ლავგარდნით (შემორჩენილია მცირე ნაწილი). ეკლესია გადახურული იყო ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]