შინაარსზე გადასვლა

ჩინგიზ-ყაენის ქანდაკება (ცონჟინ-ბოლდოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩინგიზ-ყაენის ქანდაკება
ქვეყანა მონღოლეთის დროშა მონღოლეთი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა მონღოლეთის დროშა მონღოლეთი, ტუვე, ცონჟინ-ბოლდოგი
ძეგლი
არქიტექტორი ჟ. ენხჟარგალი
სიმაღლე 40 მ
გახსნა 26 სექტემბერი, 2008
მიძღვნილია ჩინგიზ-ყაენი
ტიპი ცხენოსანი ქანდაკება
Map

ჩინგიზ-ყაენის ქანდაკება (მონღ. Чингис хааны морьт хөшөө) — ჩინგიზ-ყაენის უდიდესი ქანდაკება მონღოლეთში და ცხენოსნის უდიდესი ქანდაკება მსოფლიოში[1].

ქანდაკება მდებარეობს ულან-ბატორის ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 54 კილომეტრში, ცონჟინ-ბოლდოგში, რომელიც ადმინისტრაციულად შედის ქალაქ ულან-ბატორის რაიონის, ნალაიხის შემადგენლობაში, მდინარე ტუულის ნაპირთან ახლოს, იმ ადგილზე, სადაც გადმოცემის თანახმად ჩინგიზ-ყაენმა იპოვა ოქროს მათრახი. ქანდაკების პროექტის ავტორია სკულპტორი დ. ერდენებილეგი, არქიტექტორი კი — ჟ. ენხჟარგალი. ქანდაკების ოფიციალური გახსნა გაიმართა 2008 წლის 26 სექტემბერს.

ქანდაკების სიმაღლეა 40 მეტრი, ათმეტრიანი პოსტამენტის გარეშე. ქანდაკება დაფარულია 250 ტონა უჟანგი ფოლადით[1] და გარშემორტყმულია 36 კოლონით, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს მონღოლეთის იმპერიის 36 ყაენს ჩინგიზ-ყაენიდან ლიგდენ-ყაენამდე.

ორსართულიან პოსტამენტში განთავსებულია სამხატვრო გალერეა, ხუნუს ეპოქის მუზეუმი, საბილიარდო, რესტორანი, სუვენირების მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი[2]. ცხენის თავზე განლაგებულია დასათვალიერებელი მოედანი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Халимагийн тэргүүн Чингисийн морьт хөшөөг үзэж сонирхлоо. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2016-06-12.
  2. Чингис хааны хөшөөт цогцолбор. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-11. ციტირების თარიღი: 2016-06-12.