შინაარსზე გადასვლა

ჩიმბორასო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩიმბორასო
კოორდინატები: 01°28′09″ ს. გ. 78°49′03″ დ. გ. / 1.46917° ს. გ. 78.81750° დ. გ. / -1.46917; -78.81750
ქვეყანა ეკვადორის დროშა ეკვადორი
სიმაღლე 6,263.47 
ტიპი სტრატოვულკანი
ჩიმბორასო — ეკვადორი
ჩიმბორასო

ჩიმბორასო (ესპ. Chimborazo) — ჩამქრალი ვულკანი ეკვადორში. ანდების დასავლეთი კორდილიერების დასავლეთ კალთაზე. სიმაღლე 6,263.47 მეტრი — ეკვადორის უმაღლესი წერტილი. წარმოადგენს ანდეზიტებითა და დაციტებით აგებულ სტრატოვულკანს. კალთები შემოსილია მაღალმთიანეთის ეკვატორული მდელოთი — პარამოსით. 4700 მეტრის ზევით — მარადი თოვლია. არის მყინვარები, რომლებიც ზოგჯერ ზღვის დონიდან 4600 მეტრამდე ეშვებიან. უკანასკნელი ცნობილი ამოფრქვევა დაფიქსირდა ჩვენი წელთაღრიცხვის 550 წელს. დღეისათვის ჩიმბორასო არ არის მიჩნეული აქტიურ ვულკანად. მის კალთებზე სათავეს იღებს მდინარე გუაიასი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]