ჩვეულებრივი ხვლიკიჭამია გველი
ჩვეულებრივი ხვლიკიჭამია გველი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Malpolon monspessulanus | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 157262 | |||||||||||||||||
|
ჩვეულებრივი ხვლიკიჭამია გველი (ლათ. Malpolon monspessulanus) — დიდი ზომის გველი ანკარასებრთა ოჯახისა. აღწევს 170 სანტიმეტრს. ზურგი შეფერილია მონაცრისფრო-მოლურჯო ფერად, გასდევს განივი ზოლები, მუცელი — ყვითელია.
გავრცელებულია ამიერკავკასიაში. ბინადრობს მშრალ, ქვიან ადგილებში. იკვებება წვრილი მღრღნელებით, ხვლიკებით, გველებით. განსაკუთრებით ხშირად ნადირობს ველის გველგესლაზე. იგი გველს შხამით ადამბლავებს, შემდეგ კი მთლიანად ყლაპავს. ერთ ასეთ გველს საათში შეუძლია 2-3 გველგესლას გადაყლაპვა. ნადირობის დროს იყენებს შხამიან ეშვებს, რომელიც ზედა ყბის უკანა ნაწილში მდებარეობს. შხამი ხვდება ნადავლის ორგანიზმში და იწვევს მის პარალიზებას. შხამი შეიცავს — ფოსფოდუესტერაზას, მჟავე და ტუტე ფოსფატაზას, ფოსფოლიპაზა A2 და კაზეინაზას. წვრილი მღრღნელები კბენიდან რამდენიმე წუთში იღუპებიან. ხვლიკიჭამია გველი საფრთხის დროს თავს გაქცევით შველის, ზოგჯერ კი ძლიერ აგრესიულია — იკბინება და ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს მოწამლის ნიშნები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ядовитые животные и растения СССР, 1990 წ., გვ. 125.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ფაუნა: ჩვეულებრივი ხვლიკიჭამია გველი დაარქივებული 2016-03-10 საიტზე Wayback Machine.