ჩეხური ფოუსეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩეხური ფოუსეკი
წარმოშობის ქვეყანა ჩეხეთი
თვისებები
წონა მამრი 28-34 კგ.
მდედრი 22-28 კგ.
სიმაღლე მამრი 62-66 სმ.
მდედრი 58-62 სმ.
ბეწვი ნაცრისფერი შავი კოპლებით
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ჩეხური ფოუსეკი (ჩეხ. Český fousek) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ჩეხეთში XIX საუკუნეში.

გამორიცხული არ არის, რომ ჯერ კიდევ XV საუკუნეში ჩეხური ფოუსეკის წინაპრები ეხმარებოდნენ მონადირეებს ფრინველის მოძებნაში. XX საუკუნეში ეს ჯიში განაახლეს გერმანულ უხეშბალნიან და მოკლებალნიან მეძებრებთან შეჯვარებით. საზრიანი, კეთილი ჩეხური ფოუსეკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლია ბოჰემიაში. ის კარგი მონადირე, კომპანიონი და ბავშვების რჩეულია. ამ ჯიშის ზოგიერთი წარმომადგენელი ძალიან ჯიუტია და პატრონის მხრიდან სიმკაცრე სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ფოუსეკი სოფლად ცხოვრებასაა მიჩვეული, რეგულარული ფიზიკური დატვირთვს შემთხვევაში მას ქალაქის ბინაშიც შეუძლია ცხოვრება. ჩეხური ფოუსეკი სამშობლოს ფარგლებს გარეთ დიდ აღიარებას იმსახურებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: