ჩენდუს სამხედრო ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩენდუს სამხედრო ოლქი — სამხედრო ოლქი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი იურისდიქცია ვრცელდება ჩუნცინიში, სიჩუანში, იუნანიში, გუიჯოუსა და ტიბეტში მდებარე ყველა შეიარაღებულ ძალაზე. შტაბი მდებარეობს ქალაქ ჩენდუში.

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო ოლქის ნშემადგენლობაში შედის მე-13 და მე-14 არმია, ტიბეტის 53-ე სამთო ბრიგადა, 149-ე მოტორიზებული ქვეითი დივიზია და საავიაციო პოლკის მეორე არმია.

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის 180000 ჯარისკაცი, ამასთან ოთხი მოტორიზებული ქვეითი დივიზია, ერთი საარტილერიო დივიზია, ორი სატანკო ბრიგადა, ერთი საარტილერიო ბრიგადა და ორი სარაკეტო ბრიგადა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]