ჩემი გული ვუნდიდ ნიში დამარხეთ (ფილმი)
იერსახე
„ჩემი გული ვუნდიდ ნიში დამარხეთ“ | |
---|---|
რეჟისორი | ივს სიმონი |
პროდიუსერი |
ტომ ტეიერი დიკ ვულფი |
სცენარის ავტორი |
დი ბრაუნი (რომანი) დენიელ ჯიატი (სცენარი) |
როლებში |
ეიდენ ქინი ადამ ბიჩი ოგასტ შელენბერგი ანა პაქუინი |
კომპოზიტორი | ჯორჯ ს. კლინტონი |
სტუდია | HBO Films |
გამოსვლის თარიღი | 27 მაისი, 2007 |
ხანგრძლივობა | 132 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
„ჩემი გული ვუნდიდ ნიში დამარხეთ“ (ინგლ. Bury My Heart at Wounded Knee) — 2007 წლის სატელევიზიო ფილმი, რომელიც ადაპტირებულია დი ბრაუნის ამავე სახელწოდების მქონე წიგნიდან. სცენარის ავტორია დენიელ ჯიატი, ხოლო რეჟისორი — ივს სიმონი, წარმოებულია „HBO Films“-ის მიერ. წიგნი, რომელზედაც ფილმია დაფუძნებული, წარმოადგენს ამერიკის მკვიდრთა ისტორიას დასავლეთ ამერიკაში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. ფილმისა და წიგნის სახელწოდება აღებულია სტეფენ ვინსენტ ბენეტის ლექსის „ამერიკული სახელების“ სტროფიდან. ფილმი გადაღებულია კალგარში, ალბერტაში.