ჩელსი (სასტუმრო)
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
| სასტუმრო ჩელსი | |
|---|---|
|
ჩელსის ფასადი 23-ე ქუჩაზე | |
| მდებარეობა |
|
| მისამართი | 222 West 23rd Street, ჩელსი, მანჰეტენი, ნიუ-იორკი |
| ისტორია | |
| გახსნის თარიღი | 1884 |
| სტატისტიკა | |
| ნომრების რაოდენობა | 250 |
| სართულების რაოდენობა | 12 |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
სასტუმრო ჩელსი (ინგლ. Hotel Chelsea) — სასტუმრო და ისტორიული ადგილი ქალაქ ნიუ-იორკში, ძირითადად ცნობილი მისი ხანგრძლივი მდგმურების ისტორიით. აქ ცხოვრობდა მრავალი მწერალი, მუსიკოსი, მსახიობი, მათ შორის ბობ დილანი, ჯენის ჯოპლინი, პატი სმიტი, ლეონარდ კოენი, არტურ კლარკი, დილან ტომასი, სიდ ვიციუსი, რობერტ მაპლთორპი, ლარი რივერსი და ენდი უორჰოლის სტუდიასთან „The Factory“ დაკავშირებული მრავალი ადამიანი. სასტუმრო მდებარეობს მანჰეტენის ჩელსის უბანში, უესტ 23-ს ქუჩის 222-ში, მეშვიდე და მერვე ავენიუებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ხანგრძლივ მდგმურებს უკვე აღარ იღებს, შენობაში კვლავაც ცხოვრობს მრავალი გამოჩენილი ადამიანი. სტუმრების გაჩერების მაქსიმალური ვადაა 24 ღამე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჩელსი (სასტუმრო)“ ვიკისაწყობში.- სასტუმრო ჩელსის სურათების გალერეა