ჩაჩაკომანი
ჩაჩაკომანი | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 15°59′00″ ს. გ. 68°23′00″ დ. გ. / 15.98333° ს. გ. 68.38333° დ. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ლა-პასის დეპარტამენტი |
სიმაღლე | 6074 მ |
ჩაჩაკომანი (ესპ. Chachacomani) — მწვერვალი ბოლივიაში. მდებარეობს ანდების შემადგენელი ნაწილის, კორდილიერა-რეალის მთათა სისტემაში, ტიტიკაკას ტბის აღმოსავლეთით. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 6074 მეტრია, ბოლომდე ზუსტი სიმაღლე დაუდგენელია და შეიძლება ცდომილება 20 მეტრს შეადგენდეს, თუმცა დადასტურებულია, რომ 6000 მეტრზე მაღალია.[1] მიიჩნევა კორდილიერა-რეალის ერთ-ერთ ყველაზე ძნელად დასაპყრობ მწვერვალად.
მთის ძირში, წარმოიქმნება რამდენიმე განსხვავებული მიკროკლიმატი, რომელიც ხელს უწყობს ფრინველთა მრავალი სახეობის გავრცელებას.[2]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ფოტოები დაარქივებული 2011-02-16 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Chachacomani 6074m. Andes. ციტირების თარიღი: 2009-03-28.
- ↑ CHACHACOMANI 6150 mtrs.. Inca Land Tours. ციტირების თარიღი: 2009-04-28.