ჩარგლულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩარგლულა
Riv Charglula (in Chargali).jpg
ჩარგლულა სოფ. ჩარგალში
ქვეყანა საქართველო
სათავე ქართლის ქედი
სათავის სიმაღლე 2338 მ
სიგრძე 9,2 კმ
აუზის ფართობი 35,4 კმ²

ჩარგლულა, ჩარგლისწყალი ― მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, 2338 მ სიმაღლეზე. სიგრძე 9,2 კმ, აუზის ფართობი 35,4 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ― ზამთარში.

საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,17 მ3/წმ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]