ჩანჩუნის ალყა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩანჩუნის ალყა
ლიაოშენის კამპანიის ნაწილი; ჩინეთის სამოქალაქო ომის ნაწილი; ცივი ომის ნაწილი

ჩანჩუნი ალყის შემდეგ
თარიღი

1948 წლის 23 მაისი – 19 ოქტომბერი

(4 თვე, 3 კვირა და 5 დღე)
მდებარეობა ჩანჩუნი
შედეგი კომუნისტების გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია იპყრობს ჩანჩუნის
მხარეები
ჩინეთის რესპუბლიკის არმია
  • მესამოცე არმია
  • ახალი მეშვიდე არმია
ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია
  • მეოთხე საველე არმია
  • ჩრდილოეთ ჩინეთის საველე არმია
მეთაურები
ჟენგ დონგუო ლინ ბიაო

საო ცინგუანი

ძალები
~100,000 100,000
დანაკარგები
15,000 16,078
~150,000–200,000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა შიმშილის გამო

ჩანჩუნის ალყა-სამხედრო ბლოკადა, რომელიც განხორციელდა სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მიერ, ჩანჩუნის წინააღმდეგ 1948 წლის მაისიდან ოქტომბრამდე. იმ დროისთვის ის იყომანჯურიის უდიდესი ქალაქი და ჩინეთის რესპუბლიკის არმიის ერთ-ერთი შტაბი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გრძელი კამპანია ჩინეთის სამოქალაქო ომის ლიაოშენის კამპანიაში.[1][2]

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთ-იაპონიის მეორე ომის დასრულებისთანავე, სამოქალაქო ომი კუომინტანგსა (KMT) და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას (CCP) შორის განახლდა. მანჯურია გახდა კონფლიქტის ზონა, რადგან ორივე მხარე ცდილობდა მოეპოვებინა კონტროლი რეგიონზე.[3] ჩანჩუნს განსაკუთრებით სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის იყო გირინის პროვინციის დედაქალაქი. მანამდე იყო მანჯოუ-გოს დედაქალაქი და იაპონური კვანტუნის არმიის შტაბი იაპონია-ჩინეთის მეორე ომის დროს.მათი ოკუპაციის დროს ქალაქი იაპონელებმა განავითარეს, როგორც „იდეალური თანამედროვე ქალაქი“ .[4][5][6]

ჩინეთ-იაპონიის მეორე ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა კავშირი შეიჭრა მანჯურიაში და დაამყარა კონტროლი. საბჭოთა კავშირის ძალების გაყვანის შემდეგ, როგორც KMT-მა, ასევე CCP-მ დაიწყეს მოძრაობა ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ თავიანთი გავლენის სფეროს გასაფართოებლად. KMT ნაციონალისტურმა მთავრობამ მათი კამპანიის ადრეულ ეტაპზე უზრუნველყო მთელი რიგი გამარჯვებები კომუნისტების წინააღმდეგ მანჯურიაში და 1946 წლის 23 მაისისთვის დაიბრუნა კონტროლი ჩანჩუნზე.[7] KMT იმპულსი შეჩერდა, ჩიანგ კაი-შეკმა 6 ივნისს CCP-სთან ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. ცეცხლის შეწყვეტამ CCP-ს საშუალება მისცა შეევსო დანაკარგები.[8]1948 წლის მარტის შუა რიცხვებისთვის CCP-მ მოახერხა მანჯურიის უმეტესი ნაწილის დაკავება. KMT ძალები იზოლირებულნი იყვნენ მცირე ,,ჯიბეებში''. ისისი კონცენტრირებულნი იყვნენ ქალაქებში: შენიანგში, ჩანჩუნსა და ჯინჯოუში.[9]

მომზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1947 წლის ზამთრის შეტევისას, კომუნისტ მეთაურს ჩრდილო-აღმოსავლეთში, ლინ ბიაოს, წარუდგინეს შეტევის სამი ვარიანტი. სამი ვარიანტი იყო: შენიანგი, ჩანჩუნსი ან ჯინჯოუ.[10] CCP-ის სხვა ოფიცრებთან განხილვის შემდეგ,პირველ სამიზნედ ჩანჩუნი აირჩიეს.[11] ჩრდილო-აღმოსავლეთის საველე არმიამ 1948 წლის მარტში, ქალაქი სიპინგი დაიპყრო, რამაც გზა გაუხსნა კომუნისტურ ძალებს ჩანჩუნისკენ.[12] იმის გამო, რომ ქალაქის თავდაცვის ქსელი კარგად იყო ჩამოყალიბებული ჩანჩუნში, ჩრდილო-აღმოსავლეთის საველე არმიის მიერ ქალაქის ალყა რამდენჯერმე გააუქმა პირადად ლინ ბიაომ, ვინაიდან ლინი იყო „ლოჯისტიკის პერფექციონისტი“ მას აწუხებდა, რომ კომუნისტური ძალების კონცენტრირებით ნაციონალისტ დამცველებს ჩანჩუნსა და შენიანგში, ეს მანევრები „შეაკავებდა“ ძალებს და უარყოფითად იმოქმედებდა მთლიან კომუნისტურ კამპანიაზე ჩრდილო-აღმოსავლეთში.[13]

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაციონალისტი დამცველები ჩანჩუნში, რომელიც შედგებოდა 60-ე არმიისა და ახალი მეშვიდე არმიისგან, 1947 წლის ზამთრის შემდეგ იტანჯებოდნენ ცუდი მორალით .[14] 1948 წლის 23 მაისს ჩრდილო-აღმოსავლეთის საველე არმიამ ლინ ბიაოს მეთაურობით მიაღწია ჩანჩუნის გარეუბანს და დაიწყო ქალაქის ალყა. მალევე ჩანჩუნი ჩამოწყდა ჩრდილო-აღმოსავლეთში ნაციონალისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს.[15] უახლოესი ნაციონალისტური სამხედრო ძალა იყო მეექვსე არმია ფან ჰანჯიის მეთაურობით , რომელიც იქვე მდებარეობდა, ძინჯოუში.[15]ჩანჩუნისთვის გამოგზავნილი დახმარების საჰაერო გადაზიდვის თავიდან ასაცილებლად ალყის მეთაურმა, საო ცინგუანმა დაიპყრო დაფანგშენის აეროპორტი, ააფეთქა კრატერები მის ასაფრენ ბილიკზე და ძლიერად დაიცვა აეროპორტი.[16] ნაციონალისტურმა მთავრობამ სცადა ჰაერიდან მიეწოდებინა მარაგი ქალაქისთვის, რაც წარმატებული იყო მხოლოდ შეზღუდული ზომით კომუნისტური საზენიტო სისტემის ახლოს ყოფნის გამო.[17] სამხედრო ბლოკადა გაგრძელდა 150 დღის განმავლობაში. ამ პროცესში მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი პროცენტი დაიღუპა.

ქალაქ ჩანჩუნის შიგნით, საკვების მცირე რაოდენობამ გამოიწვია კონფლიქტი ნაციონალისტურ მე-60 არმიასა და ახალ მეშვიდე არმიას შორის. ისინი თვლიდნენ, რომ ახალ მეშვიდე არმიას უპირატესობა ჰქონდა მინიჭებული საჰაერო დახმარების დროს. [18]კომუნისტურმა ძალებმა გამოიყენეს ეს სიტუაცია ნაციონალისტი ჯარისკაცების წახალისებისთვის კომუნისტურ მხარეზე გადმობიერბისთვის. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის 13,700 ნაციონალისტი ჯარისკაცი კომუნისტურ მხარეს გადავიდა.[19]14 ოქტომბერს კომუნისტების მიერ ძინჯოუს ხელში ჩაგდების შემდეგ, ჩანჩუნის კომუნისტების ალყა სწრაფად გაძლიერდა. 16 ოქტომბრის საღამოს, ნაციონალისტური მე-60 არმია ოფიციალურად გადავიდა კომუნისტების მხარეზე და დაიწყო ახალ მეშვიდე არმიაზე თავდასხმა.[20] ჟენგ დონგუოს არ სურდა დანებება, მაგრამ ახალი მეშვიდე არმიის ოფიცრებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას კომუნისტებთან და 20 ოქტომბერს მათ საბოლოოდ დაყარეს იარაღი.[21][7][22]

შემდგომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაციონალისტური მთავრობისთვის ჩანჩუნის დაცემამ ცხადყო, რომ KMT-ს აღარ შეეძლო მანჯურიის შენარჩუნება.[2] ქალაქი შენიანი და დანარჩენი მანჯურია სწრაფად დაამარცხეს PLA-მ.[23] CCP-ის მიერ გამოყენებული ალყის ომები ჩრდილო-აღმოსავლეთში კამპანიების განმავლობაში ძალიან წარმატებული იყო, რამაც შეამცირა KMT-ის ჯარების რაოდენობა და შეცვალა ძალთა ბალანსი.[24]

თავიდან KMT-მა მოსახლეობას ქალაქიდან გაქცევის უფლება არ მისცა. ივლისის ბოლოს, ჩიანგ კაი-შეკმა მოუწოდა ჟენგს მოსახლეობის ევაკუაცია 1 აგვისტოდან ჩანჩუნში და დართო გასვლის ნება.[25] მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის რიცხვი დაახლოებით 150 000-ს შეადგენს.[26] CCP-მ ხელი შეუშალა მშვიდობიანი მოქალაქეების ქალაქიდან გასვლას, რათა ამოეწურათ KMT-ის დამცველების საკვების მარაგი, რის შედეგადაც "ათობით ათასი ადამიანი შიმშილით მოკვდა".[7] CCP ცდილობდა სამოქალაქო ლტოლვილებს ქალაქის დატოვების თავიდან აცილებას აგვისტოს დასაწყისამდე.[27]საბოლოოდ, დაახლოებით 150,000 ლტოლვილმა წარმატებით დატოვა ჩანჩუნი, თუმცა ზოგიერთი მათგანი ისევ ქალაქში გაგზავნეს, როგორც აგენტები ან ჯაშუშები.[28] ჩანჩუნი პოლიტიკურად არ იყო დაკავშირებული არც KMT-სთან და არც CCP-სთან, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის ცუდი მოპყრობის ერთ-ერთი მიზეზი იყო.[29] ჰაროლდ მ. ტანერის თქმით, ჩანჩუნის ალყის შედეგად მიღებული მაღალი სამოქალაქო მსხვერპლი "ჩრდილს აყენებს" ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლეგიტიმურობას.[30] სამოქალაქო მსხვერპლი ჩინელი საზოგადოებისთვის უმეტესად უცნობი იყო 1989 წელს წიგნის:,,თეთრი თოვლი, წითელი სისხლის'' გამოსვლამდე, რომელიც მას შემდეგ ცენზურას ატარებდა ჩინეთის მთავრობის მიერ.[31] მას შემდეგ, რაც KMT არმია ჩაბარდა, საწყობში დიდი რაოდენობით საკვები იპოვეს.[32]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tanner 2015, p. 7.
  2. 2.0 2.1 Lary 2015, p. 114.
  3. Tanner 2015, p. 31.
  4. Koga 2016, p. 67.
  5. Westad 2003, p. 36.
  6. Lary 2015, p. 122.
  7. 7.0 7.1 7.2 Koga 2016, p. 72.
  8. Lary 2015, p. 62.
  9. Westad 2003, p. 178.
  10. Tanner 2015, p. 172.
  11. Tanner 2015, p. 173.
  12. Tanner 2015, p. 106.
  13. Westad 2003, p. 192.
  14. Tanner 2015, p. 223.
  15. 15.0 15.1 Westad 2003, p. 190.
  16. Tanner 2015, p. 231.
  17. Tanner 2015, p. 232.
  18. Tanner 2015, p. 243.
  19. Tanner 2015, p. 244.
  20. Tanner 2015, p. 247.
  21. Tanner 2015, p. 248.
  22. Westad 2003, p. 196.
  23. Lary 2015, p. 142.
  24. Lary 2015, p. 12.
  25. 长春围城亲历者:我们喝死人脑里水 都是蛆|多维新闻|中国 (2022-01-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-23. ციტირების თარიღი: 2023-01-15
  26. Pomfret, John (October 2, 2009). „Red Army Starved 150,000 Chinese Civilians, Books Says“. The Seattle Times. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 25, 2011. ციტირების თარიღი: October 2, 2009.
  27. Tanner 2015, p. 239.
  28. Tanner 2015, p. 242.
  29. Lary 2015, p. 123.
  30. Tanner 2015, p. 220.
  31. Jacobs, Andrew (October 1, 2009). „China is Wordless on Traumas of Communists' Rise“. The New York Times.
  32. 「好書推薦」《圍困長春》:一本書讀懂共產黨人的成功密碼 zh-tw. ციტირების თარიღი: 2023-01-15