ჩანთოსანი კვერნა
იერსახე
| ჩანთოსანი კვერნა | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Dasyurus maculatus | |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Dasyurus (E. Geoffroy, 1796) | |||||||||||||
| |||||||||||||
ჩანთოსანი კვერნა (ლათ. Dasyurus) — ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი მტაცებელი ჩანთოსნების ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 75 სმ, კუდისა — 35 სმ, მასა 3 კგაღწევს. ზურგის მხარე რუხ-მოყვითალოდან მურა-შავ ფერში გადადის. აყრია თეთრი კოპლები. მუცლის მხარე თეთრი, რუხი ან ყვითელია. გავრცელებულია ავსტრალიაში, ახალ გვინეაში, ტასმანიაზე. მეტწილად ტყეში ცხოვრობენ. გვარში 4 სახეობაა. მათ შორის აღსანიშნავია კოპლებიანკუდა ჩანთოსანი კვერნა (ლათ. Dasyurus quoll) რომელიც 3 კვირის მაკეობის შემდეგ შობს 6-მდე ნაშიერს. ავსტრალიაში მისი რაოდენობა თანდათან მცირდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 80.