შინაარსზე გადასვლა

ჩამოსხმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გამდნარი ლითონი ჩამოსხმის წინ

ჩამოსხმა — სხვადასხვა მასალისაგან (ლითონი, ქანი, კერამიკული მასალა, პლასტმასა და სხვ.) ნაკეთობის (სხმულის) მიღების პროცესი. სამსხმელო წარმოებაში ლითონის სხმულების მისაღებად იყენებენ ჩამოსხმის 50-ზე მეტ სახესხვაობას: ჩამოსხმას ქვიშის ყალიბებში, ლითონის ყალიბებში, ანუ კოკილებში, ჩამოსხმა ცვილის მოდელების გამოყენებით (ზუსტი), ცენტრიდანული, წნევის ქვეშ და სხვ.