შინაარსზე გადასვლა

ჩამდინარე წყლის გაწმენდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წყლის გამწმენდი საშუალება

ჩამდინარე წყლის გაწმენდაწყალსატევში ჩაშვების წინ ჩამდინარე წყლის გაწმენდა და გაუვნებლება საწმენდ ნაგებობებში. თანამედროვე პრაქტიკაში ჩამდინარე წყალი გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებებისაგან ყველაზე კარგად სუფთავდება ბიოლოგიური გაწმენდით. საწარმოო ჩამდინარე წყალი სათანადო გაწმენდის შემდეგ შეიძლება კვლავ გამოიყენონ ტექნოლოგიურ პროცესში, რისთვისაც მრავალ სამრეწველო საწარმოში იქმნება საბრუნო წყალმომარაგების სისტემები ან წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ჩაკეტილი (გაუდინარი) სისტემები. დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ნედლეულის კომპლექსურ უნარჩენო გადამუშავების ტექნოლოგიურ დანერგვას, განსაკუთრებით ქიმიურ, ცელულოზა-ქაღალდისა და სამთო-მამდიდრებელი მრეწველობის საწარმოებში (იხ. უნარჩენო წარმოება). ეფექტურია დიდი კონცენტრაციის ჩამონადენის გაუვნებლებისა და მეორეულ ნედლეულად მისი გადამუშავების მეთოდები, აგრეთვე ჩამონადენის ღრმა, საიმედოდ იზოლირებულ მიწისქვეშა ჰორიზონტში ჩატუმბვის ხერხი. ზოგჯერ საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყალში დიდი რაოდენობით შემავალ ნივთირებებს, რომლებიც შეიცავენ ორგანულ მინარევებს, აგრეთვე აზოტს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმსა და სხვა ელემენტებს, სათანადო დამუშავების შემდეგ იყენებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების სასუქად.