ჩაიკოვსკის სახლი
ჩაიკოვსკის სახლი რუს. Дом Чайковского | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′45″N 38°56′18″E / 47.21254° ჩ. გ. 38.938209° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დაწყების თარიღი | 1871 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ჩაიკოვსკის სახლი (რუს. Дом Чайковского) — სახლი ქალაქ ტაგანროგის ცენტრში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. 1870-იანი წლების არქიტექტურის ძეგლი.
მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 56.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენობის პროექტი შეიქმნა 1871 წელს დონის ძალების პოდპოლკოვნიკის დიმიტრი კალინოვსკის დაკვეთით. პროექტის ავტორი იყო არქიტექტორი მიხეილ პეტროვი[1]. არსებობს ვერსია, რომ სახლი დაუსრულებელი სახით გადაეცა ვაჭარ სარანდინოს, რომელმაც მისცა მას დასრულებული სახე[1]. 1880-1890 წლებში სახლი ეკუთვნოდა სარანდინოს ქვრიივს[1]. 1883-1894 წლებში სახლი იჯარით ჰქონდა აღებული რუსეთის ნაოსნობისა და ვაჭრობის კომპანიას თავისი აგენტის იპოლიტე ჩაიკოვსკისათვის[1]. ძმასთან სტუმრად ჩადიოდა კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი და რჩებოდა მასთან (1886, 1888, 1890)[1]. 1898-1906 წლებში სახლის მფლობელი იყო ი. ტარხოვა, ხოლო 1915 წლიდან გენერალ-მაიორ კ. რეტივის ცოლი[1].
1920 წლიდან 1966 წლამდე აქ განთავსებული იყო ბავშვთა საავადმყოფო № 1. 1974 წლიდან დღემდე შენობაში მდებარეობს ჩეხოვის სახელობის ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკა, კამერალური მუსიკის დარბაზი, პ. ჩაიკოვსკის ოთახი-მუზეუმი[1].
შენობის ამჟამინდელი სახე განსხვავდება ადრინდელისაგან. 1927 წლის ყირიმის მიწისძვრის შედეგად დაზიანდა შენობის მარცხენა ფასადი, მოგვიანებით ეს მხარე მთლიანად დაინგრა[1]. რესტავრაციის დროს (1974-1976 წწ.) კოშკის თავზე დაამაგრეს ფლუგერი (ავტორი ი. იაკოვენკო), რომელსაც იახტის ფორმა აქვს. სახლი შედის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა სიაში.
უკანასკნელი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2009-2010 წლებში ჩეხოვის 150 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში[2]. ფლუგერი იახტის გამოსახულებით, რომელიც 1976 წელს დაამონტაჟეს, მოხსნეს.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩაიკოვსკის სახლი აგებულია წითელი აგურით. შენობას თავზე ადგას კოშკი დაკბილული კარნიზით. შეისრული ფანჯრები შენობას შუა საუკუნეების იერ-სახეს აძლევს (მოდერნი, ნეოგოთიკა)
ცნობილი მობინადრეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იპოლიტე ჩაიკოვსკი (1843-1927) — რუსი გენერალ-მაიორი.
- პეტრე ჩაიკოვსკი (1840-1893) — რუსი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Бельведер Дома Чайковских. Виртуальная панорама დაარქივებული 2017-03-18 საიტზე Wayback Machine.