ჩაბალახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ისტორიული რეენაქტორი ჩაბალახით.

ჩაბალახი — საბრძოლო თავსაბურავი, ერთგვარი ჯაჭვის კაპიუშონი, რომელიც მეომრის თავს, კისერსა და ხანდახან მხრების ზედა ნაწილსაც იცავდა. პოპულარული იყო შუა საუკუნეების ევროპასა და საქართველოში. ჩაბალახი ფართოდ გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში.[1] ჩაბალახი გარკვეულწილად გავრცელებული იყო აღმოსავლეთშიც, მაგრამ ისლამურ ქვეყნებში უფრო პოპულარული ზარადიანი მუზარადები იყო, ვიდრე ცალკე აღებული ჯაჭვის ჩაბალახი.

ჩაბალახი ჩაჩქანისაგან განსხვავდება იმით, რომ მას არ აქვს პოლოტიკი[2] (რკინის ფირფიტა, რომელიც ჩაჩქანს ზედა ნაწილზე ჰქონდა დაკრული). ჩაბალახის ქვეშ იხურავდნენ რბილ ქუდსაც, რათა მას დარტყმა შეემსუბუქებინა.

არსებობდა ორი ტიპის ჩაბალახი, ერთი ჯაჭვის პერანგთან გაერთიანებული იყო, როგორც კაპიუშონი, მეორის თავზე დახურვა კი ცალკე ხდებოდა.

მე-15 საუკუნისთვის ევროპაში ჩაბალახი თანდათან სრულად ჩაანაცვლა ზარადმა, რომელიც წარმოადგენს ჯაჭვის ბადეს, რომელიც გარშემოკრულია საომარ თავსაბურავებზე, მუზარადსა და ჩაჩქანზე.[3]

საქართველოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ჩაბალახი მე-15 საუკუნის შემდგომ, უფრო გვიანდელ პერიოდშიც გამოიყენებოდა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჩაბალახი
  2. პოლოტიკი
  3. ჩაჩქანი