შუქი (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შუქი.
„შუქი“
ტიპი: პოლიტიკურ-ლიტერატურული
მთავარი რედაქტორ(ებ)ი: ა. კაპანაძე
დაარსდა: 1908
ენა: ქართული
შეწყვიტა გამოცემა: 1908

„შუქი“ — ქართული ყოველდღიური პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთი, სოციალურ-ფედერალისტური მიმართულებისა. გამოდიოდა 1908 წელს თბილისში გაზეთ „ამირანის“ შემდეგ. გამოიცა ხუთი ნომერი. რედაქტორ-გამომცემელი — ა. კაპანაძე. თანამშრომლობდნენ ზოსიმე (ი. აგლაძე), თ. სახოკია, ი. კარგარეთელი, ა. შანშიაშვილი, დავიწყებული (ი. ახალშენიშვილი), დ. ფალავანდიშვილი და სხვ. დაიხურა ადგილობრივი ადმინისტრაციის განკარგულებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]