შინაარსზე გადასვლა

შუქი მოვიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შუქი მოვიდა — 2000-იანი წლების დასაწყისის ქართულ-ფრანგული პანკ-ჯგუფი. მისი შემქმნელი და მთავარი იდეოლოგი წარმოშობით ფრანგი, ფრედი პაიანი იყო. მას ამ პროექტამდეც ჰყავდა საკუთარი ჯგუფი, მაგრამ საქართველოში შექმნილმა ახალმა სიმღერებმა მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. სიმღერების გამოცემა დაემთხვა საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების პერიოდს, რაც მათში აისახა.

ჯგუფის სიმღერები უშუალოდ ეხებოდა ენერგოკრიზისის წლებს და თანამედროვე ქართული რეალობისათვის დამახასიათებელ ელემენტებს - მობილურ ტელეფონებს, ნაყინს („მაროჟნი“[1]), ხაჭაპურს, ენერგოდეფიციტს, სამარშრუტო ტაქსებს („მინიბუსის ზაზა“[2]), ნავთის ქურებს („ტურბო“), სამგლოვიარო ტრადიციებს („რატომ წახვედი“) და ა.შ.

მოგვიანებით, როდესაც ფრედი პაიანი საფრანგეთში დაბრუნდა, ჯგუფმა არსებობა შეწყვიტა. 2014 წელს ფრედი კიდევ ერთხელ ჩავიდა საქართველოში და ჯგუფმა გამართა რამდენიმე კონცერტი.[3]

ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ:

  • ფრედი პაიანი - ვოკალი, გიტარა
  • დათო ხოსიტაშვილი - გიტარა
  • გიორგი გობეჯიშვილი - ბას-გიტარა
  • გურამ მაკალათია, ივან კაბაკოვი - დასარტყმელი საკრავები
დისკოგრაფია
ვიდეო
  • მინიბუსის ზაზა (მუსიკალური ვიდეო პირველი ალბომიდან)
  • ჟიგულის კაცი (მუსიკალური ვიდეო პირველი ალბომიდან)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]