შინაარსზე გადასვლა

შტრომის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტრომის სახლი
რუს. Дом Штрома
კოორდინატები 47°13′27″N 39°43′30″E / 47.2241° ჩ. გ. 39.7251° ა. გ. / 47.2241; 39.7251
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთის ფედერაცია
არქიტექტორი ლ. ებერგი
დასრულების თარიღი 1912

შტრომის სახლი (რუს. Дом Штрома) — რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მდებარეობს დონის როსტოვში, რუსეთის ფედერაცია. აგებულია XX საუკუნის დასაწყისში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში არქიტექტორ ლეონიდ ებერგის მიერ[1].

სავაჭრო სახლის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, დონის როსტოვი, დიდი სადოვაიის ქუჩა № 89[2]

1910-იან წლებში არქიტექტორი ლეონიდ თევდორეს ძე ებერგი მხოლოდ იწყებდა თავის პროფესიულ მოღვაწეობას. 1911 წელს მან დაასრულა სწავლა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში[3] და გააგზავნეს დონის როსტოვის წამყვანი მშენებლის თანამდებობაზე სამუშაოდ. ამ პერიოდში მან გაიცნო ცნობილი როსტოველები, კერძოდ ბანკირი ალექსანდრე მიხეილის ძე შტრომი, რომელიც სწორედ ამ პერიოდისათვის ეძებდა არქიტექტორს შემოსავლების სახლის ასაშენებლად. მისი არჩევანი შეჩერდა ლეონიდ ებერგზე[4]. ახალგაზრდა არქიტექტორმა დაიწყო მუშაობა ხუთასრთულიანი საშემოსავლო სახლის დაგეგმარებასა და მშენებლობაზე. ორი წლის შემდეგ პროექტზე მუშაობა დაასრულა. 1912 წლისათვის ხუთსართულიანი ნაგებობაც დასრულებული იყო[2], ხოლო სახლის ასაგებად გამოყოფილი კრედიტი - გადახდილი. შემოსავლების სახლის ფასადზე დაკიდეს მემორიალური დაფა, რომელიც გვამცნობდა, რომ სახლი ააგეს რომანოვების ტახტზე ასვლის 300 წლისთავის აღსანიშნავად[1]. მემორიალური დაფა სახლის ფასადზე ეკიდა 1950-იანი წლების დასაწყისამდე. შტრომის საშემოსავლო სახლის აშენების შემდეგ ლეონიდ ებერგმა განახორციელა სხვა სამშენებლო სამუშაოები დონის როსტოვში[3].

  1. 1.0 1.1 Звездный дом
  2. 2.0 2.1 О внесении изменений в постановление министерства культуры Ростовской области от 03.03.2016 года № 123. დაარქივებულია ორიგინალიდან — 06.03.2017. ციტირების თარიღი: 07.11.2017.
  3. 3.0 3.1 Л. Ф. Эберг — ведущий архитектор Ростова первой половины XX века. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-06. ციტირების თარიღი: 2017-11-08.
  4. Архитектурное наследство Эбергов становится ненужным Ростову. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-11. ციტირების თარიღი: 2017-11-08.