შტალბერგის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შტალბერგის სახლი
რუს. Дом Штальберга
კოორდინატები 47°13′12″N 38°55′18″E / 47.219899° ჩ. გ. 38.921585° ა. გ. / 47.219899; 38.921585
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი კლასიციზმი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის მეორე მეოთხედი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101244000

შტალბერგის სახლი (რუს. Дом Штальберга) — ძველი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. შენობა აგებულია XIX საუკუნის მეორე მეოთხედში. სახლი 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების მიხედვით არის რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 105.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის მეორე მეოთხედში ქალაქ ტაგანროგში, პეტროვის 105-ში ააგეს ახალი სახლი[2] კლასიციზმის სტილში. 1840-იან წლებში მისი მფლობელი იყო გერმანელი ებერგარდ ლორენცი. იგი ასწავლიდა ლათინურსა და გერმანულს ვაჟთა გიმნაზიაში. მისმა ცოლმა ადელაიდა ლუდვიგის ასულმა 1848 წელს საკუთარ სახლში გახსნა „ქალთა პანსიონატი“. ეს იყო დახურული ტიპის სკოლა. 1863 წისთვის აქ სწავლობდა 32 გოგონა. მოსწავლეები აქ დადიოდნენ დონის როსტოვიდან, დონის ნახიჩევანიდან, ნოვოჩერკასკიდან[3]. XIX საუკუნის მესამე მეოთხედში მესამე გილდიის ვაჭარმა მატრონა ბატაშევაიამ (მისი ძირითადი სავაჭრო მოღვაწეობა იყო შქარის პროდუქტებით ვაჭრობა) რამდენიმე შენობა ააგო სახლის ტერიტორიაზე[2].

1882 წლის[2] (სხვა ცნობებით 1886 წლის[3]) 2 მარტს სახლში გაიხსნა ახალი სასწავლო დაწესებულება. აქ ასწავლიდნენ მ. გრეკოვი, ე. გრეკოვა, ა. ბლონსკაია. სკოლის რწმუნებული იყო აქილეს ალფერაკი[2].

XX საუკუნის დასაწყისში სახლი გახდა ტირასპოლელი ვაჭრის ალექსანდრე შტალბერგის კუთვნილება, რომლის გვარის მიხხედვითაც სახლმა მიიღო სახელწოდებადა ასე მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში. 1910 წელს სახლში ალექსანდრე პეროვმა გახსნა ფოტოატელიე, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა ქალაქის მოსახლეობაში[2]. 1920-იან წლებში სახლში განათავსეს მეტალის საქვაბეთა ქარხნის კლუბი. 1992 წელს პეტროვის 105-ში მდებარე სახლი არქიტექტურის ძეგლად აღიარეს. დაცულია კანონის მიერ[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]