შრირანგამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შრირანგამი
შრირანგამი
შრირანგამის ტაძრის ფიგურები
შრირანგამის ტაძრის ფიგურები

შრირანგამი (ტამ. ஸ்ரீரங்கம்) — ინდუიზმის წმინდა ადგილი. კუნძული მდინარე კავერიზე, სამხრეთ ინდოეთში, ტამილნადუს შტატში, ქალაქ ტირუჩირაპალის მიდამოებში. ერთი მხრივ, შრირანგამს აკრავს მდინარე კავერი, ხოლო მეორე მხრივ -  მისი შენაკადი კოლიდამი.[1]

რანგანათას ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ინდუისტური ტაძრის კომპლექსი, რანგანათას ტაძარი მდებარეობს შრირანგამში. ვიშნუსადმი მიძღვნილი რანგანათას ტაძარი ითვლება ამჟამად ყველაზე  დიდ მოქმედ  ინდუისტურ ტაძრად მსოფლიოში. სიდიდით იგი ჩამოუვარდება მხოლოდ ანგკორ- ვატის ტაძარს, რომელიც არ ფუნქციონირებს.

სარკინიგზო ხიდი მდინარე კავერიზე
სარკინიგზო ხიდი მდინარე კავერიზე

ტაძრის კომპლექსის მთლიანი ფართობია 631,000 მ 2 (63 ჰექტარი). ტერიტორია გარშემორტყმულია შვიდი ქვის კედლით და 21 გოფურით (გოფურამი)  [2] ტაძრის ყველაზე მაღალი გოფურა არის 72 მეტრი სიმაღლის. როგორც ამბობენ,  მისი კენწეროდან  შრი-ლანკის სანაპირო ჩანს.[3][4]

ტაძრის სამხრეთ გოფურა, რომელსაც რაჯაგოფურა  ეწოდება, 239.5 ფუტის სიმაღლეა და 2016 წლის მონაცემებით ყველაზე მაღალია აზიაში. რაჯაგოფურას მშენებლობა დაიწყო აჩიუტა დევა რაიას მეფობის დროს ვიჯაიანაგარის იმპერიიდან. თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ მშენებლობა შეჩერდა და 400 წლის განმავლობაში დაუმთავრებელი იყო. რაჯაგოფურას დასრულების მონუმენტური ამოცანა აიღო და წარმატებით შეასრულა  შრი ვედანტა დესიკა იათენდრა მაჰადესიკანმა შრი აჰობია მათის 44 – ე ჯეიარმა. მშენებლობა 8 წელი გაგრძელდა. მისი კურთხევა მოხდა  1987 წლის 25 მარტს.

კომპლექსის ტერიტორიაზე  არის მთლიანად ოქროსგან გაკეთებული გოფურა, რომელსაც ელექტრო ღობე იცავს. ახლოს იყიდება აბრეშუმის სარები, პირსახოცები და სხვადასხვა  ნივთები, რომლებიც გამოიყენება რელიგიური დანიშნულებისათვის.

შრირანგამში  მდებარეობს ჯამბუკეშვარის ტაძრის კომპლექსი, რომელიც აშენდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში  შივას პატივსაცემად.[5]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ტაძრის წყალობით, შრირანგამს აყვავებული ეკონომიკა აქვს, რომელიც ეფუძნება ტურიზმიდან შემოსავალს. მომლოცველები ქალაქში ჩადიან  მთელი ინდოეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. პილიგრიმთა რიცხვი  რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება ისეთი ფესტივალების დროს, როგორიცაა ვაიკუნტა ეკადაში, ტამილური მარგაზის თვის დროს. [6]

სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში უამრავი სკოლაა, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო. ვაჟთა საშუალო სკოლა დაარსდა 1896 წელს და ყველაზე ძველია ქალაქში. ასევე ფუნქციონირებს გოგონების საშუალო სკოლა, რომელიც თითქმის ისეთივე ძველია, როგორც ბიჭების. სწავლება მიმდინარეობს ძირითადად ინგლისურ ენაზე, თუმცა მოსწავლეებს სურვილისამებრ საშუალება აქვთ ტამილურ ენაზე ისწავლონ. ზოგიერთ სკოლაში ორივე ენაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შრირანგამს აქვს რკიბიგზისა და ავტოსადგური. ვტობუსის გაჩერებიდან ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ ადგილობრივი ავტობუსებით, ტაქსებით, ავტო რიკშებით შრირანგამში წასასვლელად.

უახლოესი აეროპორტია ტირუჩირაპალის საერთაშორისო აეროპორტი. ტრიჩის აეროპორტს აქვს ფრენები ჩენაის, სინგაპურის, დუბაის, შარჯას, კოლომბოს, კუალა-ლუმპურის, მუმბაის მიმართულებით.

აგრეთვე იხილეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რანგანათას ტაძარი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. India By Sarina Singh, Joe Bindloss, Paul Clammer, Janine Eberle
  2. "Welcome to Sri Ranganathar Swamy Temple". srirangam.org.
  3. Vater, Tom (2010). Moon Spotlight Angkor Wat. USA: Perseus Books Group. ISBN 978-1-59880-561-1[მკვდარი ბმული].
  4. Sri Ranganathaswamy Temple, Srirangam UNESCO
  5. V. Meena (1974). Temples in South India (1st ed.). Kanniyakumari: Harikumar Arts. p. 22.
  6. Kattu Azhagiya Singa Perumal Temple, Sri Rangam, Trichy – Find My Temple – Temples of Tamil Nadu – Thanjavur, Madurai, Thiruvannamalai, Palani, Kumbakonam[მკვდარი ბმული]