შონ მენდესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შონ მენდესი

მენდესი 2019 წლის ნოემბრის ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი შონ პიტერ რაულ მენდესი
დაბ. თარიღი 8 აგვისტო, 1998 (1998-08-08) (25 წლის)
დაბ. ადგილი ტორონტო, ონტარიო
წარმოშობა პიკერინგი, ონტარიო
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
  • ფორტეპიანო
  • კლავიშებიანები
აქტიური 2013–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი shawnmendesofficial.com
შონ მენდესი ვიკისაწყობში

შონ პიტერ რაულ მენდესი (/ˈmɛndɛz/; დ. 8 აგვისტო, 1998) — კანადელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მოდელი. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის ამერიკული მუსიკისა და MTV ევროპის მუსიკალური ჯილდოები, აგრეთვე გრემის 3 ნომინაცია. 2018 წელს ჟურნალმა „ტაიმმა მენდესი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ტორონტოში, ონტარიოში 1998 წლის 8 აგვისტოს. მამამისი — მანუელ მენდესი პორტუგალიელია, ხოლო დედამისი — კარენ რეიმენტი ინგლისელი. მას ასევე ჰყავს უმცროსი და ალია.

მენდესმა გიტარაზე დაკვრა ისწავლა 14 წლის ასაკში იუთუბით. ერთ წელზე ნაკლებ დროში მან დაიწყო ქავერ-ვიდეოების გამოქვეყნება პოპულარული სოციალური ვიდეო გაზიარების აპლიკაცია Vine-ის მეშვეოიბით 2013 წელს. რამდენიმე თვეში მას უკვე ჰყავდა უამრავი გულშემატკივარი. 2014 წლის აგვისტოში ის იყო მესამე ყველაზე პოპულარულ მუსიკოსთა შორის Vine-ზე. მენდესმა 2014 წლის მაისში ოფიციალურად გააფორმა ხელშეკრულება Island Records-თან, ხოლო პირველი სინგლი „Life of the Party“ 26 ივნისს გამოუშვა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი, რომლის სადებიუტო სინგლი აშშ-ს ბილბორდის ცხელ ასეულში ტოპ ოცდახუთეულში მოხვდა. მენდესმა მონაწილება მიიღო „Magcon Tour“-ში, სხვა პოპულარ ვაინერებთან ერთად. იგი ასევე მონაწილეობდა ოსტინ მაჰოუნთან ერთად ტურნეში ქვეყნის მასშტაბით. ივლისშივე მან გამოუშვა სადებიუტო EP, რომელიც ბილბორდ 200-ში მეხუთე ადგილზე გავიდა, პირველივე კვირაში გაიყიდა 48,000 ეგზემპლარი.

2015 წლის 14 აპრილს მენდესმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი Handwritten, რომელიც ბილბორდ 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა. პირველ კვირაში ალბომის 119,000 ეგზემპლარი გაიყიდა და სერტიფიცირებული იქნა პლატინად RIIA-ს მიერ. ალბომის მესამე სინგლმა „Stitches“ აშშ-ს ბილბორდის ცხელ ასეულში მეოთხე ადგილი დაიკავა. „Stitches“ გახდა მენდესის პირველი სინგლი, რომელიც აშშ-ის ტოპ ათეულში შევიდა. სიმღერამ პირველ ადგილს მიაღწია გაერთიანებულ სამეფოში. მან ჩაწერა სიმღერა სახელად „Believe“, Disney Channel-ის ფილმისთვის „შთამომავლები“ (2015). ასევე 2015 წელს მენდესი ტეილორ სვიფტთან ერთად მონაწილეობდა ტურნეში „1989 World Tour“. 2015 წლის ბოლოს მან და კამილ კაბელომ გამოუშვეს ერთობლივი სინგლი „I Know What You Did Last Summer“. 2016 წლის იანვარში ეპიზოდური როლი ითამაშა ტელესერიალში „100“.

2016 წლის ივნისში მენდესმა გამოაქვეყნა სინგლი „Treat You Better“, მეორე სტუდიური ალბომიდან Illuminate“. სინგლი შევიდა ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ ათეულში, ხოლო ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა ბილბორდ 200-ში. 18 აგვისტოს მან გამოუშვა მეორე სინგლი, „Mercy“, ხოლო დეკემბერში — საკონცერტო ალბომი „Live at Madison Square Garden“.

2018: Shawn Mendes[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 25 მაისს შონ მენდესმა გამოუშვა მისი მესამე ალბომი Shawn Mendes. ალბომის წამყვანი სინგლი „In My Blood“, რომელიც 2018 წლის 22 მარტს გამოიცა, მეთერთმეტე ადგილს იკავებდა აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში. ხოლო მისი მეორე სინგლი „Lost In Japan“ გამოიცა მომდევნო დღეს.

61-ე გრემის დაჯილდოებაზე შონის მესამე ალბომი მოხვდა ნომინაციაში „საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი“, ხოლო მისი სინგლი „In My Blood“ — ნომინაციაში „წლის სიმღერა“. სინგლმა ბილბორდის ზრდასრულთა პოპ სიმღერების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა, რითაც მენდესი პირველი და ერთადერთი შემსრულებელი გახდა, რომელსაც ოთხი ნომერ პირველი სინგლი ჰქონდა 20 წლამდე ასაკამდე.

2018 წლის 1 ნოემბერს მენდესი ერთ-ერთ მუსიკალურ შემსრულებლად წარსდგა Victoria's Secret Fashion Show-ზე, რომელიც ნოემბერში ჩაიწერა და დეკემბერში ეთერში გავიდა.

2019 წლის 3 მაისს მენდესმა გამოუშვა სინგლი „If I Can You Have You“, მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად.[3] სინგლი მეორე ადგილს იკავებდა აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში და გახდა მისი ყველაზე მაღალი დონის სინგლი ცხრილში.[4] ასევე მოხვდა ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის ტოპ ათეულში და გახდა მისი მეხუთე ტოპ-10-ში მოხვედრილი სინგლი ორივე ქვეყანაში.[5][6] 19 ივლისს მან გამოუშვა გრიფინის (Gryffin) რემიქსი „If I Can't Have You“.[7]

2019 წლის 21 ივნისს მან კამილა კაბელოსთან ერთად გამოუშვა „Señorita“ (მუსიკალურ ვიდეორგოლთან ერთად).[8] სიმღერამ მეორე ადგილი დაიკავა აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში.[9][10]

ჯილდოები და ნომინაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მენდესს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო. მოიპოვა კანადის კომპოზიტორთა, ავტორთა და მუსიკალურ გამომცემელთა საზოგადოების 13 ჯილდო, 11 MTV ევროპის მუსიკალური ჯილდო, 8 iHeartRadio-ს მუსიკალური ვიდეოს ჯილდო, 8 Juno-ის, 3 BMI-ის, 3 ამერიკული მუსიკის, 2 MTV ვიდეო მუსიკის ჯილდოები და ა. შ. ჯილდოები. ნომინირებული იყო გრემის სამ ჯილდოზე.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები

ტურნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წამყვანი შემსრულებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ShawnsFirstHeadlines[11] (2014–15)
  • Shawn Mendes World Tour (2016)
  • Illuminate World Tour (2017)
  • Shawn Mendes: The Tour (2019)

თანაწამყვანი შემსრულებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jingle Ball Tour 2014 (სხვადასხვა შემსრულებელი)[12] (2014)
  • Jingle Ball Tour 2015 (სხვადასხვა შემსრულებელი) (2015)

წარმდგენი შემსრულებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Shawn Mendes on Grown-Up New LP, John Mayer's Advice, Dream Acting Role. Rolling Stone (23 სექტემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2016.
  2. Rubin, Rebecca; Halperin, Shirley (15 August 2017). „Shawn Mendes' 'There's Nothing Holdin' Me Back' Hits No. 1 on Top 40“. Variety. ციტირების თარიღი: 31 March 2019.
  3. Spanos, Brittany. „Song You Need to Know: Shawn Mendes, 'If I Can't Have You'. RollingStone. ციტირების თარიღი: 14 May 2019.
  4. Trust, Gary. Lil Nas X's 'Old Town Road' Rules Billboard Hot 100 for Sixth Week; Shawn Mendes, Logic & Eminem Debut in Top Fivepublisher=Billboard. ციტირების თარიღი: 14 May 2019.
  5. Official Charts: Shawn Mendes. Official Charts. ციტირების თარიღი: 14 May 2019.
  6. FOURTH WEEK AT #1 FOR LIL NAS X'S OLD TOWN ROAD, Debuts for Shawn Mendes, Logic and more!. ARIA Charts. ციტირების თარიღი: 14 May 2019.
  7. [[#CITEREF|]]
  8. Shawn Mendes, Camila Cabello release new song, video for ‘Señorita’ - National | Globalnews.ca en (2019-06-21). ციტირების თარიღი: 2019-06-21
  9. Shawn Mendes Chart History (Billboard Hot 100). Billboard. ციტირების თარიღი: August 18, 2019.
  10. Five Burning Questions: Billboard Staffers Discuss Shawn Mendes and Camila Cabello's 'Senorita' No. 2 Hot 100 Debut. Billboard. ციტირების თარიღი: August 18, 2019.
  11. Whoa, Shawn Mendes Is Going on an International Tour—And It Includes The Chance To Meet Him!. MTV (January 19, 2015).
  12. Shawn Mendes. Shawn Mendes – Official Website. shawnmendesofficial.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 15, 2014. ციტირების თარიღი: January 27, 2015.
  13. „Austin Mahone Is Going on Tour With His Crush“. J-14 Magazine. April 4, 2014.
  14. „Vance Joy, Shawn Mendes tapped to support Taylor Swift on her "1989" tour“. Headline Planet. November 3, 2014.