კამილა კაბელიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კამილა კაბელიო
Camila Cabello VMA 2018.jpg
კამილა MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე 2018 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კარლა კამილა კაბელიო ესტრაბაო
დაბ. თარიღი 3 მარტი, 1997 (1997-03-03) (22 წლის)
დაბ. ადგილი მაიამი, ფლორიდა, აშშ
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
აქტიური 2012–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები Fifth Harmony
ხელმოწერა Camila Cabello Signature.svg
საიტი camilacabello.com
კამილა კაბელიო ვიკისაწყობში

კარლა კამილა კაბელიო ესტრაბაო (ესპ. Karla Camila Cabello Estrabao, /kəˈmlə kəˈb/, ესპანურად: [kaˈmila kaˈbeʎo]; დ. 3 მარტი, 1997)[1][2] — კუბელი-ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. ის იყო გოგონების ჯგუფ Fifth Harmony-ის წევრი, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლის The X Factor-ის მეორე სეზონის დროს. კაბელიოს აქვს კოლაბორაციები, ისეთ მომღერლებთან, როგორებიცაა Machine Gun Kelly („Bad Things“), რომელმაც Billboard Hot 100-ში მიაღწია მეოთხე ადგილს. მას შემდეგ, რაც მან დატოვა ჯგუფი Fifth Harmony (2016 წლის დეკემბერში), გამოუშვა სოლო სიმღერა „Crying in the Club“. 2018 წელს გამოვიდა სადებიუტო ალბომი Camila, რომელმა Billboard 200-ში მოიპოვა პირველი ადგილი. იგივე ბედი ჰხვდა წილად სიმღერას „Havana“, რომელიც ჰიტად იქცა არა მარტო აშშ-ში, ინგლისსა და ავსტრალიაში, არამედ მთელს მსოფლიოში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაბელო დაიბადა კოჯიმარში, აღმოსავლეთ ჰავანაში, კუბაში, სინუჰე ესტრაბაოსა და ალეხანდრო კაბელიოს ოჯახში. ის არის კუბელ-მექსიკელი. როდესაც იგი 5 წლის იყო, ოჯახი გადავიდა მაიამიში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. კამილა სწავლობდა მაიამის პალმეტოს უმაღლეს სკოლაში, მაგრამ თავისი სასიმღერო კარიერის გამო დატოვა იგი მე-9 კლასში. აღებული აქვს სკოლის დიპლომი.[3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012-2016: X ფაქტორი და Fifth Harmony[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაბელო (მარჯვნივ) Fifth Harmony  2013

კამილა კაბელიო წარსდგა X Factor-ის აუდიტორიის წინაშე გრინსბოროში, ჩრდილოეთ კაროლინაში, არეტა ფრანკლინის სიმღერით „Respect“, მაგრამ გადაცემა არ გასულა ეთერში. ის გააერთიანეს ჯგუფ Fifth Harmony-ში ალი ბრუკთან, ნორმანთან, ლაურენ ჯაურეგუისთან და დაინა ჯეინთან ერთად.[4][5]

ჯგუფმა გამოუშვა EP „Better Together“ (2013) სტუდიურ ალბომთან, Reflection-თან ერთად (2015) და 7/27 (2016). მათ გამოუშვეს სიმღერები „Worth It“ და „Work from Home“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cabello, Camila [camilacabello97]. (March 3, 2015) I AM 18. წაკითხვის თარიღი: 10 ივლისი, 2016 Archive link requires long scrolldown to pertinent tweet.
  2. Camila Cabello. Infoplease. წაკითხვის თარიღი: 19 თებერვალი, 2017.
  3. Arguelles, Victoria. “Q&A with Palmetto student Camila Cabello“, The Panther. წაკითხვის თარიღი: 2017-10-17. (en-US) 
  4. Phull, Hardeep. How losing 'X-Factor' made Fifth Harmony the ultimate winners. Fifth Harmony Official (August 22, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან - January 3, 2016. წაკითხვის თარიღი: January 3, 2017.
  5. Phull, Hardeep. (January 17, 2013) Simon Cowell Signs Fifth Harmony. წაკითხვის თარიღი: January 3, 2017.