ზვიად გაბისონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზვიად გაბისონია (დ. 8 ნოემბერი, 1976) — ქართველი სამართლის დოქტორი, იურისტი. 2018 წლიდან დღემდე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის და თბილისის ღია უნივერსიტეტის პროფესორი, სტუ-ს კომერციული და კერძო სამართლის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 2016-2018 წლებში იყო USAID G4G პროექტის ექსპერტი ელექტრონული კომერციის სამართალში. ასევე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული პროფესორი, საერთაშორისო კერძო სამართალსა და საბანკო სამართალში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზვიად გაბისონია დაიბადა 1976 წლის 8 ნოემბერს, ქალაქ თბილისში, 1993 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1994-2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა). 2007-2017 წლებში მიღებული აქვს დაად-ის სტიპენდიები-სამეცნიერო კვლევებისათვის მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში, იურიდიული ფაკულტეტზე. 2005 წელს მიღებული აქვს მაქს პლანკის საზოგადოების სტიპენდია. 2001-2002 წლებში დოქტორანტურაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ბრემენის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტზე. (სადისერტაციო ნაშრომი „საინვესტიციო დავის მონაწილე იურიდიულ პირთა იურისდიქცია“). 2000 წელს სწავლობდა დრეზდენის გოეთეს ინსტიტუტში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002-2005 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის დოცენტი. 2005–2010 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტის სამოქალაქო, ევროპული და საერთაშორისო კერძო სამართლის კათედრის გამგე და კავკასიის სამართლის სკოლა (CSL)-ის, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი. 2006 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით. 2017-2018 წლებში იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ხოლო 2018 წლიდან სამართლის სკოლის პროფესორი და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

2002-2009 წლებში იყო ს/ს „თიბისი ბანკი“-ის იურისტი.

2007 წლიდან 2013 წლამდე იყო სხვადასხვა საინვესტიცო პროექტებისა და საერთაშორისო კომპანიების იურიდიული დეპარტამენტის უფროსი/მჩეველი. 2004–2018 წლებში იყო საერთაშორისო იურიდიული ფირმა „გაბისონია, დიდრიხი და პარტნიორები, კს“-ის მმართველი პარტნიორი, ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ფაინ ლაიფ თბილისი“-სა და საინვესტიციო კომპანია „ჯიელეს ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი. 2005 წლიდან დღემდე არის სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივი პროექტის ექსპერტი. 2018 წლიდან დაინიშნა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად.

ფლობს ქართულ, გერმანულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზვიად გაბისონია დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე ეკა ცენტერაძე (დ. 28 სექტემბერი, 1980) და ორი შვილი: ნიკოლოზ გაბისონია (დ. 10 ოქტომბერი, 2006) და საბა გაბისონია (დ. 21 აპრილი, 2009).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საბანკო სამართალი, მე-2 დამატებული და შევსებული გამოცემა, დამხმარე სახელმძღვანელო, გამომც. „იურისტების სამყარო", თბ. 2007.
  • საბანკო სამართალი, დამხმარე სახელმღვანელო, გამომც. "მერიდიანი", თბ. 2012.
  • ქართული საერთაშორისო კერძო სამართალი, მე-2 გადამუშავებული და დამატებული გამოცემა, დამხმარე სახელმძღვანელო, გამომც. "მერიდიანი", თბ. 2011.
  • ქართული საერთაშორისო კერძო სამართალი, დამხმარე სახელმძღვანელო, გამომც. "მერიდიანი", თბ. 2006.
  • საინვესტიციო დავის მონაწილე იურიდიულ პირთა იურისდიქცია, მონოგრაფია, გამომც. "მერიდიანი", თბ. 2002.

ზვიად გაბისონია ასევე არის 30-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]