შოთა კუპრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შოთა კუპრი, კუპარიქართველი ფეოდალი. ჰერეთის ერისთავი XIII საუკუნის 30-40-იან წლებში. ზოგიერთი მოსაზრებით "კუპრი" მას ეწოდა სახის კანის სიშავის გამო, ზოგით იმის გამო, რომ მის სამფლობელოში კუპრი მოიპოვებოდა. უარყოფილია შეხედულება, თითქოს შოთა კუპრი მანის მოძღვრების მიმდევარი და, ამდენად, ქრისტიანული სარწმუნოებისაგან განდგომილი ("კუპარი") იყო (პ. ინგოროყვა).

ზოგიერთი მკვლევარი შოთა კუპრს ვეფხისტყაოსნის ავტორად მიიჩნევდა (თეიმურაზ ბატონიშვილი, მ. ბროსე, პ. ინგოროყვა). შოთა კუპრი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. როდესაც დასავლეთ საქართველოში გადასულმა მეფე რუსუდანმა მონღოლებთან შეთანხმება გადაწყვიტა, შანშე და ავაგ მხარგრძელებთან და ვარამ გაგელთან ერთად შოთა კუპრიც გაგზავნა მათთან მოსალაპარაკებლადე. აღმოსავლეთ საქართველოში დაბრუნებულ რუსუდანს და მის ვაჟს - დავითს სხვა დიდებულებთან ერთად მიეგება შოთა კუპრი. მან მონაწილეობა მიიღო კოხტასთავის შეთქმულებაში. სხვა ქართველ მთავრებთან ერთად ის შეეგება პატიმრობის შემდეგ მცირე აზიიდან დაბრუნებულ ლაშა-გიორგის ძეს დავითს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]