შოვქათ აღაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შოვქათ აღაევი
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი, 1936
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1990
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ

შოვქათ აღაევი (აზერ. Şövkət Ağayev, სრული სახელი:Şövkət Həsənoviç Ağayev; დ. 14 დეკემბერი, 1936, ბაქო — გ. 20 იანვარი, 1990, ბაქო) — ბაქოს შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1936 წლის 14 დექემბერს ბაქოში. წარმოშობით ყარაბაღიდან იყო. დედამისი რაჰიმა ოსი იყო, მამამისი ჰასანი კი იჩერი-შეჰერიდან. 70-იან წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის დაავადებათა კათედრის გამგედ.[2]. შოვქათ აყაევმა დაამთავრა ბაქოს მე-18 სკოლა, შემდეგ სწავლობდა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ჯერ ადვოკატად, შემდეგ ყოფილ ორჯონიკიძის რაიონში (ახლანდელი სურახანის რაიონი) სახალხო მსაჯულად, შემდეგ კი ფოლადის ქარხანაში ადვოკატად.[3]

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

19 იანვარს დაახლოებით 22:00 საათზე ის სახლიდან XI წითელი არმიის მოედანზე გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახმა მისი გაუჩინარების გამო ბინაგადის რაიონულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც 1996 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით შოვქათ აგაევი დაკარგულად გამოაცხადა.[4] მისი ოჯახის მიმართვები „მოწამის“ სტატუსის თაობაზე წარმატებით დაგვირგვინდა მისი გაუჩინარების დღიდან მხოლოდ 27 წლის შემდეგ — აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2017 წლის 2 აგვისტოს №3140 ბრძანებულებით „შავი იანვრის ტრაგედიის მოწამის“ საპატიო წოდების მინიჭების შესახებ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]