შმიდტის ნესტრის ტკივილის ინდექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრაზანის ნესტარი ახლოდან

შმიდტის ნესტრის ტკივილის ინდექსი — შკალა, რომელიც ზომავს მწერების, ძირითადად სიფრიფანაფრთიანების ნესტრისგან გამოწვეულ ტკივილს. ის უმეტესწილად ეფუძნება ენტომოლოგ ჯასტინ ორვენ შმიდტის კვლევებს.[1] შმიდტმა ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა და ირწმუნება, რომ 150 სხვადასხვა ნესტარი საკუთარ თავზე გამოსცადა.[2][3][4]

ტკივილის შკალა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიტინგი შმიდტის აღწერა სახეობა
1.0 მსუბუქი, ხანმოკლე, თითქმის უმტკივნეულო ნაკბენი. პატარა გაელვება, რომელიც მხარზე ერთ ბეწვს შეგიტრუსავთ. ჰალიქტიდები
1.2 ბასრი, მსუბუქად ამაღელვებელი. თითქოს ხალიჩაზე მისეირნობთ და უეცრად ელექტროსტატიკური განმუხტვა მოხდა. ცეცხლოვანი ჭიანჭველები
1.8 ტკივილის იშვიათი და მწვავე ფორმა. თითქოს ლოყაზე სტეპლერით მოგიჭირეს. აკაციის ჭიანჭველები
2.0 ძლიერი და ბასრი, მიაგავს მოძრავ კარებში ხელის მოყოლას, თითქოს უილიამ კლოდ ფილდსი სიგარას თქვენს ენაზე აქრობს ან ასანთით კანს იწვავთ. თაფლის ფუტკარი
Dolichovespula maculata
3.0 შეუბრალებელი და უმოწყალო. თითქოს ფრჩხილი ჩაგეზარდათ და ვიღაცა მას ბურღით თხრის, ან გაჭრილ თითზე სავსე სინჯარით მარილმჟავას ისხამთ. Polistes dominula
Pogonomyrmex barbatus
4.0 დამაბრმავებლად, შემაძრწუნებლად მტკივნეული. თითქოს ქაფიან აბაზანაში ყოფნისას ვიღაცამ წყალში თმის ფენი ჩააგდო. Pepsis
4.x მძლავრი, ღონიერი ნაკბენი. თითქოს ალმოდებულ ნახშირზე დადიხართ და ქუსლში 7 სმ სიგრძის ჟანგიანი ლურსმნები გერჭობათ. Paraponera clavata

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]