შირლი ბუტი
შირლი ბუტი | |
---|---|
ბუტი 1950 წელს | |
დაბადების სახელი | მერჯორი ფორდი |
დაბადების თარიღი |
30 აგვისტო, 1898 ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
16 ოქტომბერი, 1992 (94 წლის) მასაჩუსეტსი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1925–1974 |
მეუღლე(ები) |
ედ გარდნერი (იქ. 1929–42) უილიამ ბეიკერი (იქ. 1943–51) |
შირლი ბუტი (ინგლ. Shirley Booth; დ. 30 აგვისტო, 1898 — გ. 16 ოქტომბერი, 1992) — ამერიკელი მსახიობი. კარიერის განმავლობაში დაჯილდოვდა ოსკარით, ორი პრაიმტაიმ ემი ჯილდოთი და სამი ტონი ჯილდოთი.
ძირითადად თამაშობდა თეატრში. სამსახიობო კარიერა ბროდვეის თეატრში, 1925 წელს დაიწყო. ყველაზე დიდი წარმატება ლოლა დელინეის როლმა მოუპოვა, რომელიც დრამატულ სპექტაკლში, „დაბრუნდი, პატარა შება“-ში ითამაშა. აღნიშნული როლით მან პირველი ტონის ჯილდო მოიპოვა. 1952 წელს ლოლა დელინეის როლი გაიმეორა, ამჯერად სპექტაკლის კინოვერსიაში, რომლისთვისაც იგი დაჯილდოვდა როგორც ოსკარით საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, ასევე ოქროს გლობუსით, საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში. მიუხედავად წარმატებული კინოკარიერის დასაწყისისა, მან სცენაზე თამაში არჩია. სულ გადაღებულია ოთხ ფილმში.
1961 წლიდან 1965 წლამდე ტიტულოვან როლს თამაშობდა ამერიკულ სიტკომში, „ჰაზელი“, აღნიშნულ სიტკომში შესრულებული როლით იგი დაჯილდოვდა ორი პრაიმტაიმ ემი ჯილდოთი. მოგვიანებით, დიდი აღიარება მოიპოვა „The Glass Menagerie“-ში ნათამაშები როლით. 1974 წელს მისის კლაუსის პერსონაჟი გაახმოვანა საახალწლო ანიმაციაში, „წელი სანტა კლაუსის გარეშე“.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცნობილი ამერიკელი მსახიობი შირლი ბუტი დაიბადა 1898 წლის 30 აგვისტოს, ბრუკლინში, ნიუ-იორკში,[1][2][3] აშშ-ში. იყო ალბერტ ჯეიმზის და ვირჯინია ფორდის ქალიშვილი. ჰყავდა ერთი უმცროსი და, სახელად ჯინი (1914-2010). ბავშვობა გაატარა ბრუკლინში, ფლეტბაშის სამეზობლოში, დადიოდა 152-ე საჯარო სკოლაში..[4][5][6]
7 წლის ასაკში შირლის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ფილადელფიაში, სადაც მომავალი მსახიობი სპექტაკლის ყურების შემდეგ, მსახიობობით დაინტერესდა. როდესაც შირლი თინეიჯერი იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ჰერტფორდში, კონეკტიკუტში. სადაც იგი სცენაზე პირველად გამოჩნდა სპექტაკლით, „დედა ქერის ქათმები“. მამამისის პროტესტის მიუხედავად, შირლიმ დატოვა სკოლა და სამსახიობო კარიერის გასაგრძელებლად ნიუ-იორკში იმოგზაურა. რადგან მამა მას უკრძალავდა სცენაზე ოჯახის სახელით მუშაობას, შირლი თამაშობდა როგორც „თელმა ბუტი“. მოგვიანებით, მსახიობობა თავისი ნამდვილი სახელი და გვარით გააგრძელა.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამსახიობო კარიერა თინეიჯერობის ასაკში დაიწყო. რაღაც დროის განმავლობაში, გამოჩენილი მსახიობი იყო „პიტსბურგის თეატრში“. ბროდვეის თეატრში პირველად გამოჩნდა 1925 წლის 26 იანვარს, პიესაში „Hell's Bells“-ში ამერიკელ მსახიობთან, ჰამფრი ბოგარტთან ერთად ითამაშა.[5][7] დიდი ყურადღება მიიქცია მისმა როლმა, კომედიაში „სამი კაცი ცხენზე“, აღნიშნულ კომედიაში 1935 წლიდან 1937 წლამდე მონაწილეობდა.[8] 1930-იან და 1940-იან წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა როგორც დრამაში, ასევე კომედიაში და მოგვიანებით, მიუზიკლშიც. 1939 წელს, ამერიკელ მსახიობთან კეტრინ ჰეპბარნთან ერთად ითამაშა ამერიკულ კომიკურ პიესაში, „ფილადელფიის ისტორია“. 1943 წელს რალფ ბელიმთან ერთად ითამაშა სპექტაკლში, სახელწოდებით: „Tomorrow the World“.[9]
შირლი ბუტი ასევე გადაღებულია პოპულარულ რადიო სერიალში, „დაფის ტავერნა“. რადიოპროგრამა 1941 წლიდან 1942 წლამდე CBS-ს რადიოზე გადიოდა, შემდეგ კი, 1942 წლიდან 1943 წლამდე NBC Blue-ზე. ეს შოუ მისმა მეუღლემ, ედ გარდენმა შექმნა, და მასში მთავარ როლს, არჩის როლს თამაშობდა. თუმცა, წყვილის განქორწინების შემდეგ, შირლიმ შოუში მონაწილეობა შეწყვიტა.
მან მისი პირველი ტონი ჯილდო მეორეხარისხოვანი როლისთვის მოიგო, გრეის ვუდსის შესრულებული როლით, სპექტაკლში „კარგად, ჩემო ლამაზო“ (1948).[10] მეორე ტონი ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, მოიპოვა სპექტაკლში, „დაბრუნდი, პატარა შელბა“-ში (1950) ნათამაშები ლოლა დილენეის როლით. მასთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას იღებდა სიდნი ბლეკმერი, რომელმაც სპექტაკლში ლოლა დილენეის მეუღლის როლი მოირგო, და ტონი ჯილდო საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში მოიგო.[11]
1953 წელს ითამაშა მიუზიკლში, „ხე ბრუკლინში იზრდება“. რომელიც ამავე სახელწოდების მქონე ნოველის ადაპტაციაა, მან მიუზიკლში საყვარელი მამიდის, სისის როლი მოირგო. მოგვიანებით, ბუტი ჰოლივუდში წავიდა და ლოლა დილენეის როლი „დაბრუნდი, პატარა შელბის“ კინოვერსიაში მოირგო. ფილმის გადაღებების დამთავრების შემდეგ, მსახიობი ნიუ-იორკში დაბრუნდა და ბროდვეის თეატრში, 1925 წელს ლეონა სემიშის როლი სპექტაკლში, „The Time of the Cuckoo“-ში ითამაშა.[12]
1953 წელს მსახიობმა ოსკარის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ლოლა დილენეის როლის შესრულებით მოიგო. და გახდა პირველი ქალი მსახიობი, რომელსაც ტონი და ოსკარის ნომინაცია ერთსადაიმავე როლისთვის მიანიჭეს.[13] პირველად ფილმში 54 წლის ასაკში გამოჩნდა. იგი თითქმის ერთი დეკადის განმავლობაში მალავადა რეალურ ასაკს და ამბობდა რომ მისი დაბადების თარიღი 1907 წელი იყო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Tucker, David C. (2008). Shirley Booth: A Biography and Career Record. Jefferson, NC: McFarland. ISBN 978-0-7864-3600-2.
- Manago, Jim (2008). Love is the Reason for It All: The Shirley Booth Story. Albany, GA: BearManorMedia. ISBN 978-1-59393-146-9.
- Manago, Jim (2010). For Bill His Pinup Girl: The Shirley Booth & Bill Baker Story. U.S.: Jim & Donna Manago Books. ISBN 978-0-615-42181-0.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შირლი ბუტი — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IBDb) (ინგლისური)
- შირლი ბუტი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- შირლი ბუტი — AllMovie
- Shirley Booth infosite დაარქივებული 2015-04-16 საიტზე Wayback Machine.
- Historic film footage of Booth at the American Theatre Wing Merchant Seaman's Club, New York, during World War II, criticalpast.com; accessed May 18, 2014.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ancestry Library Edition. ციტირების თარიღი: 10 April 2018
- ↑ Ancestry Library Edition. ციტირების თარიღი: 10 April 2018
- ↑ A copy of her birth certificate reflecting the true birth name and date is located in Booth's clippings file on the third floor of the New York Public Library for the Performing Arts at Lincoln Center.
- ↑ Actress Shirley Booth, Star of TV's Hazel, Dies (October 21, 1992).
- ↑ 5.0 5.1 Coughlan, Robert (December 1, 1952). „New Queen of the Drama“. Life. 33 (22): 129. ISSN 0024-3019.
- ↑ Dunning, John (1998). On the Air: The Encyclopedia of Old-Time Radio. Oxford University Press, გვ. 213. ISBN 0-199-84045-8. „Booth.“
- ↑ „Hell's Bells on Broadway“. Playbill. June 28, 2015.
- ↑ (1998) The Encyclopedia Americana. Grolier Incorporated, გვ. 262. ISBN 978-0717201303.
- ↑ Meegan, Jean (May 16, 1943). „Shirley Booth Never Lets Herself Get Into Stage Roles“. St. Petersburg Times. p. 14. ციტირების თარიღი: June 28, 2015.
- ↑ Buck, Jerry (April 7, 1973). „Shirley Booth Has Lots of Character“. Schenectady Gazette. p. 17. ციტირების თარიღი: June 28, 2015.
- ↑ (2002) At this Theatre: 100 Years of Broadway Shows, Stories and Stars, Stokes Mitchell, Brian, Hal Leonard Corporation, გვ. 93. ISBN 978-1557835666. „sheba.“
- ↑ Parsons, Louella O. (May 15, 1953). „Warm, Friend Shirley Booth Dubious About Oscar; Cites Effect On Stars“. St. Petersburg Times. p. 11C. ციტირების თარიღი: June 28, 2015.
- ↑ „Shirley Booths Adds 'Tony' To 'Oscar'“. The Milwaukee Sentinel. March 30, 1953. p. 8. ციტირების თარიღი: June 28, 2015.[მკვდარი ბმული]