შინდისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შინდისებრნი
Cornus suecica
შინდის ერთ-ერთი სახეობა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: შინდისნაირნი
ოჯახი: შინდისებრნი
ლათინური სახელი
Cornaceae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


შინდისებრნი (ლათ. Cornaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხეები ან ბუჩქებია. ოჯახი მოიცავს 16-მდე გვარის დაახლოებით 150 სახეობას. სახეობათა მეტი წილი გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიის ზომიერ სარტყელში, გვხვდება აგრეთვე ევრაზიის ჩრდილოეთ ნაწილსა და ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე ინდომალაის ოლქში, სამხრეთ აფრიკაში, მაგადასკარზე, ახალ ზელანდიასა და ფიჯის კუნძულებზე. საქართველოში ამ ოჯახიდან გავრცელებულია 2 გვარის (შინდი და შინდანწლა) 4 სახეობა. შინდთა ზოგი სახეობა დეკორატიულიცაა (შინდი, შინდანწლას ყველა სახეობა), ზოგი მათგანი ასევე თაფლოვანი მცენარეა. მეტად მტკიცე და მაგარი მერქანი აქვთ. შავი ზღვის სანაპიროზე კულტივირებულია Cynoxylon-ის გვარის სახეობები და Aucuba japonica, რომლებიც კარგად იტანენ ზამთარს.

ლიტერატურა[რედაქტირება]