შილდის მეხუთე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შილდის მეხუთე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიდამოებში, უკანჭალად წოდებულ ადგილას. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. შენობა გეგმით სწორკუთხაა. ნაგები იყო ნატეხი ქვით, დანგრეულია: კედლები შემორჩენილია 1,5–2 მეტრის სიმაღლეზე, ჩრდილოეთ კედელში შეინიშნება შესასვლელის კვალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]