შილდის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შილდის ეკლესია.

შილდის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ შილდის ჩრდილოეთით, დაახლოებით 1,5 კილომეტრზე, ნასოფლარ ვეძისხევის ტერიტორიაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია. შეიცავს ორ ქრონოლოგიურად განსხვავებულ სამშენებლო ფენას. თავდაპირველად აქ მდგარა ნახევარწრიულ-აფსიდიანი, დარბაზული ეკლესია, რომელიც დანგრევის შემდგომ მნიშვნელოვანი სახეცვლილებით განუახლებიათ - გაუუქმებიათ აფსიდი, შიდა სივრცე, აღმოსავლეთიდან სწორი კუთხით შემოუზღუდავთ და დარბაზი შიგნიდან ცილინდრული კამარით გადაუხურავთ. შენობის ძველი და მოგვიანებით განახლებული ნაწილები ნატეხი ქვის ირეგულარული წყობითაა ნაგები. კედლების ზედაპირი გასწორებულია ბათქაშით. მიუხედავად ამისა, იგი მაინც უსწორმასწორო და უხეშია.

შენობა დაზიანებულია: მთლიანად ჩანგრეულია კამარა, კედლების ზედა ნაწილები. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან მშვილდისებრი კარითაა გადახურული, შიგნიდან - სწორკუთხა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. როგორც ჩანს, კიდევ ერთი სარკმელი ეკლესიას სამხრეთიდანაც ჰქონდა, თუმცა ამ ადგილას კედელი განგრეულია და მისი კვალი არ ჩანს. ეკლესიის აღმოსავლეთ და ნაწილობრივ დასავლეთ კედლებზე შემორჩენილი კვალის მიხედვით კამარას წესიერი ნახევარწრის ფორმა არ ჰქონდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]