შვეიცარიის რივიერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შილონის ციხე-სიმაგრე. ჟენევის ტბა

შვეიცარიის რივიერა (გერმ. Waadtländer Riviera) — ჟენევის ტბის ჩრდილოეთით მდებარე სანაპირო ხაზის პირობითი სახელწოდება. ვიწრო გაგებით, შვეიცარიის რივიერა მოიცავს მხოლოდ ჟენევის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე საკურორტო რაიონს, ქალაქ ლოზანიდან აღმოსავლეთით. ტბის სანაპიროზე განვითარებული მიკროკლიმატი თითქმის სუბტროპიკული ხასიათისაა, დაცულია ჩრდილოეთი ცივი ქარებისაგან ალპის მთებით მეშვეობით.

ტბის სანაპიროზე ხარობს პალმა, ხოლო გარემომცელი ბორცვები ვენახებითაა დაფარული. ლავოს ტერასული ვენახები 2007 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. რივიერის ფარგლებში თავმოყრილია კურორტები: ვევე, ლიუტრი, ნიონი და სხვ. XIX საუკუნიდან დაწყებული შვეიცარიის რივიერა იყო მონარქებისა და არისტოკრატების დასასვენებელი ადგილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]