შეშლილი თვითმფრინავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„შეშლილი თვითმფრინავი“

„შეშლილი თვითმფრინავი“ (ინგლ. „Plane Crazy“) ― 1928 წლის ამერიკული ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლის რეჟისორები არიან უოლტ დისნეი და აბ აივერქსი. იგი გამოშვებულია Walt Disney Studios-ის მიერ და იყო პირველი ფილმი, რომელშიც მიკი მაუსი გამოჩნდა. ეს უხმო ფილმი კინოთეატრებში პირველად აჩვენეს 1928 წლის 15 მაისს, თუმცა მისი დისტრიბუცია ვერ შეძლეს. იმავე წელს Disney-მ გამოუშვა მიკის პირველი ხმოვანი ანიმაციური ფილმი, „თბომავალი უილი“, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობდა. ამის შემდეგ „შეშლილი თვითმფრინავი“ გახმოვანებული სახით გამოვიდა 1929 წლის 17 მარტს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლენბერგი, ჯეფ (1999) ანიმაციური ფილმების ენციკლოპედია. Checkmark Books, გვ. 107–109. ISBN 0-8160-3831-7.