შენი სახელი (2016)
შენი სახელი (君の名は; Kimi no Na Wa) - 2016 წლის იაპონური ანიმაციური რომანტიკული და ფანტასტიკური ფილმი, რომლის ავტორი და რეჟისორია მაკოტო შინკაი. შეიქმნა "CoMix Wave Films" სტუდიის მიერ. მისი პროდიუსერებია კოიჩირო იტო და კაცუჰირო ტაკეი, ანიმაციის რეჟისორი მასასი ანდო, პერსონაჟების დიზაინერი მასაიოში ტანაკა, მუსიკა შექმნილი იყო ჯგუფი "Radwimps"-ის მიერ. "შენი სახელი" მოგვითხრობს ტოკიელ ბიჭზე და პროვინციელ გოგონაზე, რომლებიც მოულოდნელად და აუხსნელად იწყებენ სხეულების გაცვლას. მისი პრემიერა შედგა "Anime Expo 2016"-ზე ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, 2016 წლის 3 ივლისს, ხოლო იაპონიაში 2016 წლის 26 აგვისტოს. კრიტიკოსენმა კარგად შეაფასეს მისი ანიმაცია, დახვეწილი სიუჟეტი, მუსიკალური გაფორმება და ემოციური დატვირთვა. ფილმმა ასევე დიდი კომერციული წარმატება მოიპოვა, საერთო შემოსავალმა 358 მილიონი $ შეადგინა [1], რაც ფილმი ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ანიმე და იაპონური ფილმი, იაპონიის ყველა დროის შემოსავლიანობის მიხედვით მეოთხე ფილმი, მეცხრე ყველაზე მომგებიანო ტრადიციულად ანიმაციური ფილმი და მეთექვსმეტე ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე არაინგლისური ფილმი მსოფლიოში გახადა.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიცუჰა მიამიზუ ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც ცხოვრობს პროვინციულ ქალაქ იტომორიში. მას მოსწყინდა პროვინციული ცხოვრება და დედაქალაქში ცხოვრებაზე ოცნებობს. უეცრად იგი იწყებს სხეულების გაცვლას ტაკი ტაჩიბანასთან - ახალგაზრდა ტოკიელ ბიჭთან, რომელიც მშვიდ პროვინციელ ცხოვრებაზე ოცნებობს. ორივეს თავდაპირველად გონიათ, რომ ეს მხოლოდ სიზმრებია, მაგრამ საბოლოოდ ხვდებიან, რომ მათ ერთმანეთთან ურთიერთობა შეუძლიათ - შეტყობინებების ჩაწერა ქაღალდზე, ტელეფონებში და ზოგჯერ ერთმანეთის კანზე. მიცუჰა (ტაკის სხეულში) ტაკის პირად ცხოვრებას უწყობს, ხოლო ტაკი (მიცუჰას სხეულში) იწვევს მიცუჰას პოპულარულს ხდის სკოლაში. ერთ დღეს, ტაკი (მიცუჰას სხეულში) ოჯახთან ერთად სინთოისტურ რიტუალს ასრულებს და იგებს, რომ მალე მიცუჰას ქალაქთან ახლოს კომეტა ჩაიფრენს. მიცუჰას მიერ მოწყობილ პაემანზე ტაკი მიცუჰაზე ფიქრობს, სხეულების გაცვლა წყდება.
ტაკი ცდილობს იპოვოს მიცუჰა და საბოლოოდ იგებს, რომ მიცუჰას ქალაქი სამი წლის წინ კომეტამ გაანადგურა მიცუჰასთაბ და სხვა მცხოვრელებთან ერთად. მიცუჰას დამზადებული რიტუალური საკეს საშუალებით ტაკი მიცუჰას სხეულში ბრუნდება და იგებს, რომ სხეულის გაცვლა მიცუჰას ოჯახში გავრცელებულის, როგორც სინთოისტური ტაძრის მომვლელების ძალა. ტაკი მიცუჰას სხეულში ქალაქის მოსახლეობის გადარჩენას ახერხებს. მიცუჰა ტაკის სხეულში ქალაქთან ახლოსაა და ისინი ერთმანეთს ხვდებიან, თუმცა სამი წლის დაშორების გამო ვერ ხედავენ ერთმანეთს შებინდებამდე (მაგიურ დრომდე). კონტაქტების გაცვლას ისინი ვერ ასწრებენ, მოგონებები კი თანდათან ეშლებათ. წლების შემდეგ ისინი ტოკიოში შემთხვევით პოულობენ ერთმანეთს.
საუნდთრეკი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის საუნდთრეკის სიმღერები იაპონურმა როკ ჯგუფმა "Radwimps"-მა შეასრულა, დაწერა კი ჯფუფის ვოკალისტმა იოჯირო ნოდამ. რეჟისორის ჩაფიქრებით სიმღერები უნდა გამოხატავდნენ პერსონაჟების მონოლოგს ან დიალოგს.საუნდთრეკი კარგად მიიღეს როგორც კრიტიკოსებმა, ასევე მაყურებლებმა - ის ხშირად ნახსენებია, როგორც ფილმის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი.
წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- https://web.archive.org/web/20180113004455/http://bbfc.co.uk/releases/your-name-film-0
- https://www.boxofficemojo.com/releasegroup/gr2548322821/
- https://www.boxofficemojo.com/releasegroup/gr2548322821/
- https://www.animenewsnetwork.com/news/2016-09-05/makoto-shinkai-your-name-film-earns-3.8-billion-yen-in-10-days/.106120