შემსიშაჰ სულთანი
იერსახე
| შემსიშაჰ სულთანი | |
|---|---|
| Şemsişah Haseki Sultan | |
|
| |
| დაბადების სახელი | ზილიხან დადიანი |
| დაბადების თარიღი |
1619 საქართველო |
| გარდაცვალების თარიღი |
1698 სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
| წოდება | ჰასეკი სულთანი |
| რელიგია | ქრისტიანობა, მოგვიანებით მიიღო ისლამი |
| მეუღლე(ები) | მურად IV |
| შვილ(ებ)ი | ჰაფსა სულთანი, ფატმა სულთანი |
| მშობლები |
მამა: ლევან II დადიანი დედა: ნესტან-დარეჯან ჭილაძე |
შემსიშაჰ სულთანი (თურქ. Şemsişah Sultan; დ. 1619, საქართველო — გ. 1698, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის, მურად IV-ის კანონიერი ცოლი. წარმოშობით ქართველი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზილიხანი დაიბადა 1619 წელს, სამეგრელოში. იგი იყო ოდიშის მთავრის, ლევან II დადიანისა და მისი მეორე ცოლის ნესტან-დარეჯან ჭილაძის ქალიშვილი.
მოგვიანებით იგი მოხვდა სულთან მურად IV-ის ჰარემში. მან მურადს ორი ქალიშვილი გაუჩინა: ჰაფსა სულთანი (1634–1636) და ფატმა სულთანი (1636–1640).
შემსიშაჰი გარდაიცვალა 1698 წელს, სტამბოლში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ IV. Murad. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-18. ციტირების თარიღი: 2017-05-08.