შემოქმედების სვეტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„შემოქმედების სვეტები“ არწივის ნისლეულში.
სტრუქტურის 3D ვიზუალიზაცია

შემოქმედების სვეტებიჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ არწივის ნისლეულში ვარსკვლავთშორისი გაზისა და მტვრისთვის გადაღებული ფოტო. აღნიშნული მატერია მდებარეობს დედამიწიდან 6500-7000 სინათლის წლის მანძილზე.[1] სახელი ეწოდა იმის გამო, რომ გაზი და მტვერი ახალი ვარსკვლავების შექმნის პროცესში იმყოფება, ამავე დროს მასზე ზემოქმედებს ახლომახლოს უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავების შუქი.[2] 1995 წლის 1 აპრილს გადაღებული სურათი Space.com-ზე ჰაბლის მიერ გადაღებულ საუკეთესო ფოტოთა ათეულში მოხვდა.[3] ფოტოს გადაღებაზე პასუხისმგებელნი იყვნენ არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომები — ჯეფ ჰესტერი და პოლ სკოუენი. 2011 წელს, რეგიონი ფირზე ხელახლა აღბეჭდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს ჰერშელის კოსმოსურმა ობსერვატორიამ.

სახელი დაფუძნებულია ჩარლზ სპერჯენის ქადაგება „ქრისტეს მოწყალებაში“ გამოყენებულ ფრაზაზე.[4]

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვეტები შედგება ცივი მოლეკულური წყალბადისა და მტვრისგან, რაც გადარეცხილია შედარებით ახლომდებარე ცხელი ვარსკვლავის ულტრაიისფერი შუქის ფოტოევაპორაციით. მარცხენა სვეტი სიგრძეში დაახლოებით 4 სინათლის წელია.[5] ღრუბლებზე ამოშვერილი ეს თითის მსგავსი სვეტები ჩვენი მზის სისტემაზე დიდია და ხილული ხდება ამოფრქვეული გაზური გლობულების ჩრდილების შედეგად.[6] აღნიშნული გლობულები თავის მხრივ ახალი ვარსკვლავების ინკუბატორებია.[7] ვარსკვლავების წარმოშობის შემდეგ, გლობულები ორთქლდება.

თეორიულად განადგურებული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ ფოტოებზე, შემოქმედების სვეტების მიდამოებში აღმოჩნდა ცხელი მტვრის ღრუბელი; ასტრონომებმა გამოთვალეს, რომ ეს უნდა ყოფილიყო სუპერნოვას აფეთქებისშემდგომი შოკური ტალღა.[8] ღრუბლის გამოჩენა იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ სუპერნოვას შოკურ ტალღებს შემოქმედების სვეტები 6000 წლის წინ უნდა დაენგრია. სვეტებამდე მანძილი დედამიწიდან 7000 სინათლის წელია; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს სვეტები სინამდვილეში უკვე განადგურებულია, მაგრამ რადგან სინათლე გარკვეული სიჩქარით მოძრაობს, ამ დანგრევის პროცესი დედამიწაზე 1000 წლის შემდეგ გამოჩნდება.[9]

ფოტოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაბლის ფოტო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაბლის ფოტო 32 სხვადასხვა სურათისგან შედგება,[10] რომლებიც ჰაბლის ბორტზე Wide Field and Planetary Camera 2-ის[11] ოთხმა სხვადასხვა კამერამ გადაიღო[12]. ფოტო შედგება ღრუბლის შემადგენელი სხვადასხვა ელემენტების მიერ გამოყოფილი სინათლისგან: მწვანე ფერს განაპირობებს წყალბადი, წითელს იონიზებული გოგირდი და ცისფერს ორმაგად იონიზებული ჟანგბადის ატომები.[2]

ჰერშელის ფოტო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს. ჰერშელის კოსმოსურმა ობსერვატორიამ შემოქმედების სვეტების ახალი ფოტო გადაიღო შორ-ინფრაწითელ ტალღებში, რამაც ასტრონომებს შესაძლებლობა მისცა შეეხედათ სვეტებისა და რეგიონის სხვა სტრუქტურების შიგნით. ამის შედეგად, უფრო მეტი ინფორმაცია არწივს ნისლეულში არსებული შემოქმედი და დამანგრეველი ძალების შესახებ.[13]

ჰაბლის ახალი ფოტო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გაშვების 25 წლისთავის აღსანიშნავად, ასტრონომებმა შეადგინეს შემოქმედების სვეტების უფრო დიდი და მაღალი რეზოლუციის ფოტო, რომელიც 2015 წლის იანვარში სიეტლში, ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების შეხვედრაზე წარადგინეს. ფოტო გადაღებულია ჰაბლის ტელესკოპის ახალი, Wide Field Camera 3-ით, რომელიც 2009 წელს დაამონტაჟეს; სურათი წარმოებულია თითქმის-ინფრაწითელი და ხილული სინათლის გამოსხივებით.[14]

„შემოქმედების სვეტებისთვის“ ჰაბლის მიერ 2014 წელს გადაღებული ახალი, მაღალი რეზოლუციის ფოტო

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Clavin, Whitney. 'Elephant Trunks' in Space. წაკითხვის თარიღი: March 9, 2011.
  2. 2.0 2.1 Embryonic Stars Emerge from Interstellar "Eggs", Hubble news release
  3. Best Hubble Space telescope images from Space.com. [archived copy]
  4. David H. Devorkin and Robert W. Smith. (2015). The Hubble Cosmos. National Geographic Magazine, page 67
  5. NOVA | Origins | The Pillars of Creation image 1. PBS. წაკითხვის თარიღი: 2012-02-13.
  6. The Birth of Stars. Csep10.phys.utk.edu. წაკითხვის თარიღი: 2012-02-13.
  7. A Stunning View Inside an Incubator for Stars - New York Times. Nytimes.com (1995-11-03). წაკითხვის თარიღი: 2012-02-13.
  8. Flagey, Nicholas (January 2009). "The Eagle Nebula Unveiled by the Spitzer/MIPSGAL Survey". Bulletin of the American Astronomical Society 41 (1): 37. Bibcode 2009AAS...21332401F.
  9. Lovett, Richard. Photo in the News: Supernova Destroys "Pillars of Creation". წაკითხვის თარიღი: March 13, 2011.
  10. NOVA | Origins | The Pillars of Creation image 3. PBS. წაკითხვის თარიღი: 2012-02-13.
  11. NOVA | Origins | The Pillars of Creation image 1. PBS (1995-04-01). წაკითხვის თარიღი: 2012-02-13.
  12. NOVA | Origins | The Pillars of Creation image 2. PBS. წაკითხვის თარიღი: 2012-02-13.
  13. Revisiting the 'Pillars of Creation'. NASA (2012-01-18). წაკითხვის თარიღი: 2012-01-20.
  14. Hubble Goes High-Definition to Revisit Iconic 'Pillars of Creation'. NASA (2015-01-05). წაკითხვის თარიღი: 2015-01-06.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: