შინაარსზე გადასვლა

შედევრი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შედევრი
Masterpiece
ავტორი როი ლიხტენშტეინი
წელი 1962
ტიპი პოპ-არტი
სიმაღლე 137 სმ
სიგანე 137 სმ

შედევრი (ინგლ. Masterpiece) 一 ამერიკელი პოპ-არტისტი მხატვრის, როი ლიხტენშტეინის 1962 წლის ნახატი, რომელიც, ხელოვანისთვის ტრადიციულად, ბენდეის წერტილების ტექნიკისა და ნარატიული კონტენტის ნაზავს წარმოადგენს. 2017 წელს ნახატი 165 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

ლიხტენშტეინის ფონდის ვებსაიტის მიხედვით, შედევრი იყო მხატვრის პირველი გამოფენის ნაწილი, რომელიც გაიმართა ლოს-ანჯელესში, ფერუსის გალერეაში, 1963 წლის 1 აპრილიდან 27 აპრილამდე, მის სხვა ნაწარმოებებეთან ერთად, როგორებიცაა „გოგონა, რომელიც იხრჩობა“ და „მადამ სეზანის პორტრეტი“.[1]

სურათის წყაროს წარმოადგენდა ერთგვარი კომიქსების პანელი, სადაც გამოსახული იყო ურთიერთსაპირისპირო მდგომარეობაში მყოფი ორი სუბიექტი, რომლებიც ისხდნენ ავტომობილში.[2] შედევრი განიხილება, როგორც ხუმრობა, რომელიც ასახავს ლიხტენშტეინის საკუთარ კარიერას.[3] რეტროსპექტივაში, ეს ხუმრობა განიხილება "მახვილგონივრულად და, ამავდროულად, საშინლად წინასწარმეტყველურად", რადგან ის წარმოაჩენს მომავალ არეულობას, რომლის გადატანაც მხატვარს მოუწევს.[4] ნახატში, ქერა ქალი ამბობს: „რატომ, ბრედ ძვირფასო, ეს ნახატი შედევრია! ჩემო, მალე მთელი ნიუ-იორკი დაჟინებით მოითხოვს შენს ნახატს!". ამით, ის გადმოსცემს იმ გრძნობას, რომელიც მას მის წინ მდებარე ნახატის დათვალიერებისას დაეუფლა, რომლის კუთხის მცირე ნაწილიც არის ასახული სურათზე. მდუმარე ბრედი თავის რეაქციას სახის გამომეტყველებით გადმოსცემს.[5]

The New York Times-ის კორსპონდენტის, რობერტა სმიტის თანახმად, შედევრი იყო ლიხტენშტეინის ერთ-ერთი ნამუშევართაგანი, რომელიც შეიქმნა ისე, რომ წარმოშვა "მკრთალი და არათანაბარი" ბენდეის წერტილები.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Chronology. Roy Lichtenstein Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 6, 2013. ციტირების თარიღი: June 9, 2013
  2. Rahn, Katie. Lichtenstein FAQs, Part Two. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 28 September 2020
  3. Gayford, Martin. (February 20, 2013) Roy Lichtenstein's Tate Retrospective. Bloomberg L.P.. ციტირების თარიღი: June 19, 2013
  4. Lichtenstein: A Retrospective. Time Out (February 26, 2013). ციტირების თარიღი: June 19, 2013
  5. https://www.theguardian.com/artanddesign/2013/feb/18/roy-lichtenstein-tate-modern-retrospective
  6. Smith, Roberta. (June 11, 2008) The Painter Who Adored Women. The New York Times. ციტირების თარიღი: June 19, 2013
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შედევრი“-დან