შახტის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შახტის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა შახტი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
საიტი http://alexandrovsk-g-9.cerkov.ru/
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 18971902
Images.png გარე სურათები
Image-silk.png თანამედროვე ეკლესია


შახტის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ შახტიში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. ეკლესია ააგეს დაახლოებით 1897-1902 წლებში.

ეკლესიის მისამართი: როსტოვის ოლქი, შახტი, დასახლება აიუტინსკი, პლატოვის ქუჩა № 177․

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია ააგეს 1902 წელს, დაბა აიუტინსკის მაცხოვრებელთა ინიციატივით, 1903 წელს კი ტაძარი აკურთხეს. ტაძარს ჰქონდა 3 გუმბათი და სამრეკლო, ასევე ერთი საკურთხეველი[1]:

ვიკიციტატა
„1903 წლის 1 იანვარს, სრულიად რუსეთის საიმპერატორო უდიდებულესობის, ნიკოლოზ II-ის დადგენილებითა და წმინდა მმრთველი სინოდის, დონისა და ნოვოჩერკასკის ეპისკოპოსისა და არქიეპისკოპოსის, ათანასეის ქადაგებით წმინდა სინოდი აკურთხებს ვლასოვო-აიუტინსკომ ჩერკასკის რაიონის ახლად აშენებულ ნიკოლოზის ტაძარს. ასევე შესვლა ნებადართული იყოს სამღვდელოებისა და მგალობლებისთვის, ადგილობრივი სახსრების მოძიების გამო.“

3 ნოემბერს ხუტორ ვლასოვო-აიუტინსკიში შედგა ახალი, წმინდა ნიკოლოზის ხუტორის ტაძრის კურთხევის საზეიმო ცერემონია. კურთხევა შესრულდა ალექსანდროვ-ხრუშევსკის 6 მღვდელის, 3 დიაკვნისა და ნოვოჩერკასკის მგალობელთა გუნდის მიერ. ხუტორის მოსახლეობამ ტაძრის კურთხევისათვის გაიღო 900 რუბლი. ნოვოჩერკასკიდან ჩამოვიდა ბევრი სტუმარი და თანამდებობის პირი. მათ მეთაურს სოფელში შეხვდნენ პურითა და მარილით. კურთხევისა და შეთავაზებული ტრაპეზის შემდეგ, ითქვა რამდენიმე სიტყვა. ახალი ტაძარი აშენდა ქვისგან და საზოგადოებამ გაიღო 8 ათასი რუბლი.

რევოლუციის შემდეგ ტაძარი დახურეს, მაგრამ არ გაანადგურეს. იქ გაიხსნა კლუბი. 1991 წელს კი აღადგინეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია და ის კვლავ ამოქმედდა. ახალი ეკლესია მოიცავს 5 გუმბათს, რომელიც 2012 წელს აკურთხა მეუფე ეგნატემ[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]