შატო დე მენარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მენარის სასახლე

შატო დე მენარი (ფრანგ. Château de Menars) — მარკიზა დე პომპადურის შატო ლუარაში, რომელიც მან 1760 წელს შეისყიდა იმ დროისთვის ასტრონომიულ ფასად — 1 მილიონ ლივრად მდიდარი სოვდაგარი გიიომ შარონის მემკვიდრეებისგან. შატო აგებულია 1646 წელს. სასახლის გასაფართოებლად პომპადურმა სამეფო არქიტექტორი ანჟ-ჟაკ გაბრიელი დაიქირავა. მეფის ფავორიტის გარდაცვალების შემდეგ შატო მემკვიდრეობით ერგო მის ძმას, რომლის დავალებით სასახლე განაახლა ჟაკ-ჟერმენ სუფლომ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jean Chavigny, Le Chateau de Ménars - Un des joyaux du Val de Loire, Librairie des Champs-Elysées, 1954.
  • Paul Lewis. "Pompadour's palace" New York Times. June 14 1987.