შინაარსზე გადასვლა

შატო დე კურანსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შატო დე კურანსის ხედი ბაღიდან

შატო დე კურანსი (ფრანგ. Château de Courances) — ფრანგული შატო კურანსში, ესონაში, აგებული დაახლოებით 1630 წელს.

1552 წელს კომ კლოსიმ, მეფის ნოტარიუსმა და მდივანმა, ლაპიტის ოჯახისგან კურანსში მამული იყიდა, ფონტენბლოს ტყის დასავლეთის კიდესთან. მისმა მემკვიდრემ 1662 წელს ის გადასცა კლოდ გალარს, ასევე სამეფო მდივანს, რომელიც უეჭველად ამჟამინდელი სასახლის ამგები უნდა იყოს.

საწყისი სასახლის გეგმა ცნობილია ისრაელ ანრიეტისა და ისრაელ სილვესტრის 1650 წელს გაკეთებული ნახატებიდან. 1638 წელს ჩატარებულ ქონების აღწერაში აღნიშნულია მთავარი სახლის გარდა ოთხი სადგომი, სტამბა, ორი ხორბლის წისქვილი და ორი წყლის წისქვილი.

XVIII საუკუნეში სახლი განაახლა ან-კათრინ გალარმა, ნიკოლა პოტიე დე ნოვიონის ქვრივმა, რომელმაც იმდროინდელი წესისამებრ გახსნა შიდა ეზო წინა კედლისა და შესასვლელის დანგრევით, რომელიც მას ფარავდა. მოგვიანებით მისმა შვილიშვილმა, ლეონტინ-ფილიპინ დე ნოვიონმა, და მის მეუღლემ, აიმარ დე ნიკოლეიმ, შატოს დამატებითი მოდერნიზება ჩაუტარეს (1775-77).

1830 წელს ნიკოლეის მემკვიდრეებმა გაასხვისეს სასახლე, რომელიც 1872 წელს ბარონმა სამუელ დე აბერმა შეისყიდა. არქიტექტორმა გაბრიელ-იპოლიტ დესტაიერმა მისთვის შატო ლუი XIII-ის სტილში აღადგინა, რამაც ათ წელზე მეტი გასტანა. დესტაიერმა აგურის კედლებს ბათქაში მოაშორა, პავილიონების სახურავი აწია, ხოლო სახურავს თუთიის ორნამენტები გაუკეთა.

დიდი შიდა კიბე დაანგრიეს და ფონტენბლოს შთაგონების მონუმენტური რამპები ფასადს მიუსადაგეს. ახალი ფრთა აღმართეს ყოფილი სამზარეულოს ადგილას მთავარი საძინებლისთვის, რომელიც ძველ ფრთას გალერეით დაუკავშირდა. ამავე პერიოდში გაკეთებული ახალი მიშენებები 1976 წლის ხანძარმა გაანადგურა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში კურანსი ჰოსპიტლის ფუნქციას ასრულებდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ის ჯერ გერმანელებს ეჭირათ, შემდეგ კი ფელდ-მარშალ მონტგომერის, 1947-54 წლებში.

  • Frankreichs schönste Schlösser und Burgen. Travel House Media, München 2012, ISBN 978-3-8342-8944-5, S. 10–11, 60–61.
  • Emmanuel Bourassin: Les châteaux dʼIle-de-France. Sélection du Readerʼs Digest, Paris 1994, ISBN 2-7098-0528-6, S. 54–57.
  • Thomas Christ: Die Schlösser der Ile-de-France. Wiese, Basel 1994, ISBN 3-909164-18-8, S. 39–40.
  • Claude Frégnac: Merveilles des châteaux de lʼÎle-de-France. Hachette, Paris 1963, S. 14–21.
  • Valentine de Ganay, Laurent Le Bon: Courances. Flammarion, Paris 2003, ISBN 2-08-011119-1.
  • Catherine de Grodecki: Courances – Château. In: Jean-Marie Pérouse de Montclos (Hrsg.): Le Guide du Patrimoine. Ile-de-France. Hachette, Paris 1992, ISBN 2-01-016811-9, S. 199–201.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]