შინაარსზე გადასვლა

შანშე II მხარგრძელი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შანშე II მხარგრძელიათაბაგი 1290-იანი წლებიდან 1310 წლამდე. შანშე მხარგრძელის შვილიშვილი, მანდატურთუხუცეს ივანე II მხარგრძელი ძე. ათაბაგ-ამირსპასალარი XIII ს-ის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან 1310 წლამდე; მონღოლთა სამსახურში ჩამდგარი მოხელე. იმდროინდელი პოლიტიკური მოვლენების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. იგი მოციქულობდა ყაზან-ყაენს ბექა ჯაყელთან, რათა მასთან აღსაზრდელად გამოეგზავნა ყრმა გიორგი (მომავალი გიორგი V). ჟამთააღმწერელი შანშეს დავით VIII-ის წინააღმდეგ მონღოლთა სადამსჯელო ექსპედიციის წევრად მოიხსენიებს. „ათაბაგ-ამირსპასალარი შაჰანშა“ იხსენიება 1310 წლის ერთ-ერთ სომხურ წარწერაში, ხოლო მხოლოდ ათაბაგად მისი ძმის, ათაბაგ ვაჰრამის, საფლავის ქვის ქართულენოვან ეპიტაფიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]