შალვა ხაჩიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შალვა გერასიმეს ძე ხაჩიძე (დ. 26 ნოემბერი, 1908, წაღვერი — გ. 1 აგვისტო, 1976, თბილისი) — ქართველი ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1965). მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1969).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1908 წლის 14 ნოემბერს დაბა წაღვერში, გერასიმე და აგრაფინე (გელაშვილი) ხაჩიძეების ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი 1932 წელს. 1938-1939 წლებში იყო თბილისში სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტის დირექტორი. 1939-1941 წლებში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის კომუნალური ჰიგიენის კათედრის გამგე. 1941-1945 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში კაპიტანის რანგში. 1945 წლიდან გარდაცვალებამდე სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა კომუნალური ჰიგიენის განყოფილებას. იგი ძირითადად შეისწავლიდა საქართველოს მდებარეობისა და შავი ზღვის სანაპიროების გაბინძურების, ღია წყალსატევეების თვითგაწმენდის საკითხებს, საქართველოს ნიადაგქვეშა რესურსების სანიტარულ მდგომარეობას და სხვა. 1949 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1961 წელს — სადოქტორო დისერტაცია. 1965 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება, ხოლო 1969 წელს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო შრომა და მონოგრაფია. დაჯილდოებულია მედლებით.

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს სსრ წყალსატევების სანიტარული დაცვის საკითხისათვის, თბ., 1958.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]