შალვა ლოლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შალვა ლოლაძე
Shalva Loladze, aka Schalwa Loladse, a Georgian soldier of the German Wehrmacht.jpg
შალვა ლოლაძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 5 აპრილი, 1904
დაბადების ადგილი ქვემო ხოდაშენი, თელავის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 24 აპრილი, 1945
გარდაცვალების ადგილი კუნძული ტექსელი
წოდება ოფიცერი

შალვა ლოლაძე (დ. 5 აპრილი, 1904, თელავის რაიონი სოფ. ქვემო ხოდაშენი — გ. 24 აპრილი, 1945, კუნძული ტექსელი) — ქართველი საბჭოთა სამხედრო მფრინავი, გერმანელთა ტყვე და შემდგომში ვერმახტის ოფიცერი, რომელიც 1945 წელს სათავეში ჩაუდგა კუნძულ ტექსელზე დაწყებულ ანტი-გერმანულ ამბოხებას[1].

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას შალვა ლოლაძე საბჭოთა არმიაში მსახურობდა. 1942 წელს იყო საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების კაპიტანი და საჰაერო ესკადრონის ხელმძღვანელი. მისი თვითმფრინავი გერმანელებმა უკრაინაში ჩამოაგდეს, ლოლაძე კი დაატყვევეს[2]. ტყვეობაში ყოფნის დროს ის აიყვანეს ვერმახტის შემადგენლობაში ჩამოყალიბებულ ქართულ ლეგიონსა და 822-ე ქვეით ბატალიონ „თამარ მეფეში“. 822 მუშათა ბატალიონი აგვისტოს ბოლოდან 1943 წლიდან იმყოფებოდა დაბა ზანდვორტში და 06 თებერვლის 1945 წლიდან ნიდერლანდების კუნძულ ტექსელზე იქნა გადაყვანილი. 1945 წლის 6 აპრილს შალვა ლოლაძის მეთაურობით ბატალიონმა აჯანყება წამოიწყო დამპყრობელი ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ. შალვა ლოლაძე ამ უთანასწორო ბრძოლას გმირულად შეეწირა 24 აპრილს, რომელიც დაკრძალული იქნა კუნძულ ტექსელის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას — ჰოგე-ბერგზე შალვა ლილაძის სახელობის ტექსელის ქართველთა ძმათა სასაფლაოზე.

ყოველი წლის 4 მაისს აღნიშნულ სასაფლაოზე 15:30-16:00 საათამდე, ტარდება გახსენების დღე, სადაც ჰოლანდიის, ბელგიის ქართველობა, საქართველოს ელჩი, კუნძულის ბუხემეიტერის, სულიერი მამა აბიბო ბელგიიდან, გულშემატკივრები მობრძანდებიან, რათა გვირგვინით და ყვავილებით შეამკონ და პატივი მიაგონ შალვა ლოლაძეს და მისი მეომრების სულებს და ხსოვნას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (ინგლისური) უოლტერ ბ. მაასი (1970), The Netherlands at war: 1940-1945, გვ. 231. Abelard-Schuman
  2. (რუსული) ლევ ნიკოლოზის ძე ბიჩკოვი (1965), Партизанское движение в годы Великой Отечественной войны, 1941-1945: краткий очерк, გვ. 403. Mysl (Мысль)