შინაარსზე გადასვლა

შალვა ამონაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შალვა ამონაშვილი
დაბ. თარიღი 8 მარტი, 1931(1931-03-08)[1] [2] (93 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა ფსიქოლოგი, პოლიტიკოსი და school teacher
მუშაობის ადგილი Moscow City Pedagogical University
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინური კომკავშირის პრემია და Prize of the Government of the Russian Federation in the field of education

შალვა ამონაშვილი (დ. 8 მარტი, 1931, თბილისი) — ქართველი პედაგოგი და ფსიქოლოგი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2022).[3]

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი; 1958 წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური მეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა. 1960 წლიდან ამავე ინსტიტუტში მუშაობდა ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, სწავლულ მდივნად, ლაბორატორიის გამგედ, დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში, დირექტორად. 1987–1990 წლებში მუშაობდა ექსპერიმენტულ სამეცნიერო საწარმოო პედაგოგიური გაერთიანების გენერალურ დირექტორად; 1964 წელს პროფესორ ბ. ხაჭაპურიძესთან და დოცენტ გ. ფოფხაძესთან ერთად ჩამოაყალიბა ექსპერიმენტული დიდაქტიკის ლაბორატორია; ხელმძღვანელობდა მასობრივ ექსპერიმენტებს დაწყებითი განათლების პრობლემებზე საქართველოს რამდენიმე რაიონში. ყოფილ სსრკ რესპუბლიკებში აღიარებული იყო როგორც ერთ–ერთი პედაგოგ–ნოვატორი.

  • გარდაქმნის მთავარი პირი : სკოლის პრობლემები (ავტორი). — თბილისი, 1989. — 97გვ.
  • გამარჯობათ, ბავშვებო! : მასწავლებელთა დასახმარებლად (ავტორი). — ცხინვალი, ირისთონი, 1989. — 235გვ.
  • გამარჯობათ ბავშვებო! : დამხმ. სახელმძღვ. მასწავლებელთათვის (ავტორი). — სოხუმი, ალაშარა, 1988. — 229გვ.
  • მუშაობა პიონერულ ორგანიზაციებში (ავტორი). — თბილისი, განათლება, 1967. — 62გვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ПроДетЛит — 2019.
  2. Педагоги и психологи мира — 2012.
  3. ქოქოშვილი, დათო (2 ოქტომბერი, 2022). „საპატიო თბილისელის ჯილდო 20 ადამიანს გადაეცა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)