შავი ქორის ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შავი ქორის ომი
Battle of Bad Axe.jpg
შავი ქორის ომი
თარიღი მარტი-აგვისტო 1832
მდებარეობა ილინოისი და მიჩიგანის ტერიტორია
შედეგი შეერთებული შტატების გამარჯვება
მხარეები
Flag of the United States.svg შეერთებული შტატები, ჰო-ჩანკები, მენომინეები, სიოუქსები და პატავატომები შავი ქორის ბრიტანული ბანდა, ჰო-ჩანკები და პატავატომები
მეთაურები
ჰენრი ეტკინსონი
ჰენრი დოჯი
ისაიაჰ სტილმანი
შავი ქორი
ნეაპოპე
ვაბოკიეშიეკი
ძალები
6,000+ მილიციელი
630 სამხედრო
700+ მკვიდრი ამერიკელები[1]
500 მებრძოლი
600 არასამთავრობო მებრძოლი
დანაკარგები
77 გარდაიცვალა (მათ შორის არასამთავრობო მებრძოლები)[2] 450-600 გარდაიცვალა (მათ შორის არასამთავრობო მებრძოლები)[2][3]
ვიკისაწყობი Commons-logo.svg შავი ქორის ომი

შავი ქორის ომი — ხანმოკლე კონფლიქტი, რომელიც დაიწყო 1832 წლის მარტში და დასრულდა ამავე წლის აგვისტოში. კონფლიქტი მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას შორის, რომელთაც მეთაურობდათ შავი ქორი, საუკების ლიდერი. კონფლიქტი 1832 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც საუკებმა, მესკვაკებმა და კიკაპუებმა, ცნობილებმა როგორც ბრიტანული ბანდა, გადალახეს მდინარე მისისიპი და შევიდნენ ამერიკის შეერთებული შტატებში, ილინოისში. შავი ქორის მოტივები იყო ორაზროვანი: ის იმედოვნებდა, რომ აირიდებდა სისხლისღვრას და მისი ხალხი ხელახლა დამკვიდრდებოდა კუთვნილ მიწაზე, რომელიც 1804 წლის სანტ-ლუისის ხელშეკრულებით დაეთმო ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ამერიკის ოფიციალური პირები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბრიტანული ბანდა მათ მიმართ მტრულად იყო განწყობილი. საომარი მოქმედებები დაიწყო 1832 წლის 14 მაისს, როდესაც ამერიკის მილიციამ ცეცხლი გაუხსნა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის დელეგაციას. ამის საპასუხოდ შავი ქორი თავს დაესხა მილიციას და მოიპოვა გამარჯვება ბრძოლაში, რომელიც სტილმანის გაქცევის ბრძოლის სახელითაა ცნობილი. ის თავის ხალხს უსაფრთხო ადგილისაკენ მიუძღოდა, სადაც დღეს სამხრეთ უისკონსინი მდებარეობს. მაშინ როდესაც შეერთებული შტატების არმია დევნიდა შავი ქორის ბანდას, ამერიკის სხვა მკვიდრი მოსახლეები თავს ესხმოდნენ ციხესიმაგრეებსა და დასახლებებს. იყო საჩივრები იმის შესახებ, რომ ჰო-ჩანკების და პატავატომების მებრძოლები მონაწილეობდნენ დარბევებში, მაგრამ რეალურად ამ ტომების წევრთა დიდი ნაწილი ცდილობდა კონფლიქტისგან თავი შორს დაეჭირა. ამ დროისთვის უკვე არსებობდა წინააღმდეგობა მენომინეებს, დაკოტის ტომების (სიოუქსების) ხალხებსა და საუკებისა და პატავატომების ხალხებს შორის, რის გამოც მენომინეები და დაკოტის ტომები (სიოუქსები) გახდნენ ამერიკელების მოკავშირეები.

გენერალ ჰენრი ატკინსონის მეთაურობით, აშშ-ს შეიარაღებული ძალები დაედევნენ ბრიტანული ბანდას. პოლკოვნიკ ჰენრი დოჯის დაქვემდებარებაში მყოფმა მილიციამ 21 ივლისს ბრიტანული ბანდა ჩიხში მიიმწყვდია და ისინი დაამარცხა ვისკონსინ ჰიტსის ბრძოლაში. შავი ქორის ბანდა იმ დროისათვის საკმაოდ იყო დასუსტებული შიმშილის, სიკვდილიანობისა და დეზერტირობის გამო. მრავალმა მებრძოლმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე უკან დაიხია მისისიპისთან. 2 აგვისტოს აშშ-ს ჯარისკაცები თავს დაესხნენ ბრიტანული ბანდის შემორჩენილ მებრძოლებს და შედეგად დაიღუპა მრავალი მათგანი, გადარჩენილთა დიდი ნაწილი კი დაატყვევეს. შავი ქორის სხვა ლიდერები გაიქცნენ, მაგრამ მოგვიანებით დანებდნენ და ისინი ციხეში ჩასვეს.

შავი ქორი

შავი ქორის ომმა თავის წარმოჩენის საშუალება მისცა ახალგაზრდა მილიციის კაპიტანს, სახელად აბრაამ ლინკოლნს, რომელსაც სამხედრო სამსახურში ყოფნის მოკლე გამოცდილება ჰქონდა.[4] სხვა მონაწილეები, რომლებიც მოგვიანებით გახდნენ ცნობილი, იყვნენ უინფილდი სკოტი, ზაქარი ტეილორი და ჯეფერსონ დევისი. ომმა სტიმული მისცა აშშ-ს, ეწარმოებინა ინდიელების განდევნის პოლიტიკა, რომლის დროსაც ამერიკელი ტომები, რომელთა მშობლიურ საცხოვრებელს ამერიკა წარმოადგენდა, განხორციელებული ზეწოლის შედეგად, იძულებულნი იყვნენ გაეყიდათ თავიანთი მიწები და მდინარე მისისიპის დასავლეთით გადასულიყვნენ საცხოვრებლად.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნეში საუკების და მესკვაკები (ან Fox- მელა) ადგილობრივი ამერიკული ტომები ცხოვრობდნენ მისისპიპის გასწვრივ, სადაც ამჟამად ილინოისის და აიოვას ამერიკის შეერთებული შტატებია. ეს ორი ტომი მჭიდრო კავშირში იყო მას შემდეგ, რაც დიდი ტბების რეგიონიდან გადაასახლეს ახალი საფრანგეთისა და ადგილობრივი ამერიკელი ტომების კონფლიქტში მარცხისას. გადასახლებამ აქტიური სახე მიიღო 1730-იან წლებში ე.წ. „მელის ომების“ დასრულებისას. [5] შავი ქორის ომის დროს, ამ ტომების მოსახლეობა დაახლოებით 6000 კაცს შეადგენდა.[6]

სადავო ხელშეკრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-სთვის 1804 წლის ხელშეკრულებით დათმობილი მიწები ნაჩვენებია ყვითელი ფერით.

რამდენადაც შეერთებულმა შტატებმა მოახდინა კოლონიზაცია დასავლეთით XIX საუკუნის დასაწყისში, ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი მიწა შეეძინათ ადგილობრივი ამერიკელებისგან. 1804 წელს გუბერნატორმა უილიამ ჰენრი ჰარისონმა მოლაპარაკება აწარმოა ხელშეკრულების შესახებ სანტ-ლუისში, რომლის თანახმად, საუკისა და მესკვაკის ლიდერებს მისისიპის აღმოსავლეთით უნდა გაეყიდათ თავიანთი მიწები შეთავაზებული თანხის სანაცვლოდ. ხელშეკრულება სადავო გახდა, რადგან ადგილობრივ ლიდერებს არ ჰქონდათ უფლებამოსილება ტომობრივი საბჭოების გარეშე დაეთმოთ მიწები. ისტორიკოსი რობერტ ოუენსი ამტკიცებდა, რომ ტომის წევრები არ აპირებდნენ მიწის მფლობელობაზე უარის თქმას და არც დიდი ფასის სანაცვლოდ დათანხმდებოდნენ მიწების გაყიდვას.[7] ისტორიკოსი პატრიკ იუნგის დასკვნით კი, საუკისა და მესკვაკის მთავარმართებლებს განზრახული ჰქონდათ დაეტოვებინათ პატარა მიწები, მაგრამ ამერიკელებმა ხელშეკრულებისას უფრო მეტი ტერიტორია მოითხოვეს, რასაც მშობლები არ დათანხმდებოდნენ. [8] 1804 წლის ხელშეკრულება ტომებს საშუალებას აძლევდა გაეგრძელებინათ მიწების გამოყენება იქამდე ვიდრე აშშ-ს მთავრობა არ გაყიდდა ამერიკელ კოლონისტებზე.[9] მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, საუკებმა განაგრძეს არსებობა საუკენუკში, მათ პირველ სოფელში, რომელიც მისისიპის შესართავთან მდებარეობდა.[10] 1828 წელს აშშ-ს მთავრობამ საბოლოოდ გაყიდა მიწები თეთრკანიან კოლონიზატორებზე. ინდიელმა აგენტმა თომას ფორსტიმ აცნობა საუკებს, რომ მათ უნდა დაეტოვებინათ საუკენუკის ტერიტორია და სხვა დასახლებები მისისიპის აღმოსავლეთით.[11]

საუკების გაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუკების ტომში აზრი ორად გაიყო 1804 წლის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რადგან ვერ გადაეწყვიტათ შეწინააღმდეგებოდნენ თუ დამორჩილებოდნენ მას.[12] საუკების უმეტესობამ გადაწყვიტა, გადასულიყვნენ მისისიპის დასავლეთით და თავი აერიდებინათ შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებისთვის. ამ ჯგუფის ლიდერი იყო კეოკუკი, რომელიც იცავდა საუკენუკსს ამერიკელების შემოსევისგან 1812 წლის ომის დროს. კეოკუკი არ იყო უფროსი, მაგრამ როგორც გამოცდილი ორატორი, ის ხშირად საუბრობდა საუკის სამოქალაქო უფროსების სახელით ამერიკელებთან მოლაპარაკებებში.[13] კეოკუკმა 1804 წლის ხელშეკრულება თაღლითობად მიიჩნია მას შემდეგ, რაც ნახა 1824 წელს აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ამერიკული ქალაქების ზომა. გარდა ამისა, მას ეჭვი შეეპარა, საუკების სიშლიერეში შეერთებულ შტატების ძალებთან შედარებით.[14] ტომის დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, გაყოლოდა კეოკუკის.[15] კეოკუკის მსგავსად, შავი ქორიც არ იყო ოფიციალური ლიდერი, მაგრამ ტომში კეოკუკის მთავარ მეტოქედ იქცა. შავი ქორი თავიდანვე ეწინაღმდეგებოდა ხელშეკრულებას და მიიჩნევდა რომ:

ვიკიციტატა
„თეთრკანიანებს ჩვევად აქვთ, უთხრან ინდიელებს ერთი რამ და ქაღალდზე დაწერონ სხვა.[16]
Native American chief in regalia
კეოკუკი,მხატვარი: ჯორჯ კატლინი, 1830-იანი წლები

შავმა ქორმა თანდათან მოიკრიბა თანამოაზრეები საუკის, მესკვაკის და კიკაპუს ტომებში და ჩამოაყალიბა ბრიტანული ბანდა. ბანდაში გაწევრიანებული იყვნენ არამარტო მებრძოლი კაცები, არამედ ქალებიც და ბავშვებიც. ამიტომ ბრიტანულ ბანდას მოწინააღმდეგეები ხშირად ვერც აღიქვამდნენ, როგორც მეომრებს.[17]

მნიშვნელოვანი თავდასხმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საომარი მოქმედებების შედეგად შავმა ქორმა რამდენიმე მოკავშირე გაიჩინა, რომელთა დახმარებაზეც იყოს დამოკიდებული. ამასთანავე, იგი ეძებდა თავშესაფრს დევნილი ქალების, ბავშვებისა და მოხუცებულთათვის. ის დათანხმდა მოკავშირეთა შემოთავაზებას და ჩამოაყალიბა დევნილთა ბანაკი სახელად 'კუნძული'[18]. არამებრძოლთა დაუცველობით ისარგებლეს ბრიტანული ბანდის წევრებმა, ჰო-ჩუნკისა და პოტავატომის მებრძოლებმა და დაიწყეს თეთრკანიანი დევნილების დარბევა.[19] ამ დარბევებს არ უჭერდა მხარს ტომების სხვა წევრები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პოტავატომის უფროსი შაბონა მიდიოდა დასახლებებში და აფრთხილებდა თეთრკანიან მოსახლეობას მოახლოვებული შეტევების შესახებ.[20]

თავდასხმაში თავდაპირველად ჩართული იყვნენ, ძირითადად, ჰო-ჩუნკისა და პოტავატომის მეომრები. პირველი შეტევა განხორციელდა 1832 წლის 19 მაისს, როდესაც ჰო-ჩუნკის წევრებმა, ჩასაფრებული პოზიციიდან, მოკლეს ექვსი ადამიანი ბუფალო გროვთან, ილინოისის შტატში. [21] დაღუპულის დასახიჩრებული ცხედარი იპოვა ინდიელმა აგენტმა ფელიქს სენტ ვრეინმა. რამდენიმე დღის შემდეგ თავად ეს აგენტიც მოკლეს და დასახიჩრეს სამ სხვა მამაკაცთან ერთად.[22] 1832 წლის 14 მაისს კი საომარი მოქმედებები დაიწყო და ამერიკის მილიციამ ცეცხლი გაუხსნა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის დელეგაციას. საპასუხოდ შავი ქორი თავს დაესხა მილიციას და დაამარცხა ისინი. მაშინ როდესაც შეერთებული შტატების არმია დევნიდა შავი ქორის ბანდას, ჰო-ჩუნკების და პატავატომების მებრძოლები კვლავ აგრძელებდნენ თავდასხმებს. გენერალ ჰენრი ატკინსონის მეთაურობით, აშშ-ს შეიარაღებული ძალები დაედევნენ ბრიტანული ბანდას. დაიჭირეს ბრიტანული ბანდის წევრები და სასტიკად დაამარცხეს ვისკონსინ ჰიტსის ბრძოლაში. შავი ქორის ბანდა იმ დროისათვის საკმაოდ იყო დასუსტებული შიმშილის, სიკვდილიანობისა და დეზერტირობის გამო. მრავალმა მებრძოლმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე უკან დაიხია მისისიპისთან. 2 აგვისტოს აშშ-ს ჯარისკაცები თავს დაესხნენ ბრიტანული ბანდის შემორჩენილ მებრძოლებს და შედეგად, დაიღუპა მრავალი მათგანი, გადარჩენილთა დიდი ნაწილი კი დაატყვევეს. შავი ქორის სხვა ლიდერები გაიქცნენ, მაგრამ მოგვიანებით დანებდნენ და ციხეში ჩასვეს.[23]

გადმოცემის თანახმად, დაპატიმრების შემდეგ შავ ქორსა და მის მებრძოლებს ციხეში საკმაოდ დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ და მათი პოპულარობაც თანდათან იზრდებოდა. ადგილობრივი ამერიკელები ყოველთვის კეთილგანწყობილი იყვნენ შავი ქორის მიმართ.[24] მოგვიანებით შავი ქორის მითოლიგიზებაც მოხდა და დღეისათვის ის აღიქმება ადგილობრივი ამერიკელების ბრძოლის სიმბოლოდ.[25]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hall, John W. Uncommon Defense: Indian Allies in the Black Hawk War. Harvard University Press, 2009. ISBN 0-674-03518-6.
  • Jung, Patrick J. The Black Hawk War of 1832. Norman, Oklahoma: University of Oklahoma Press, 2007. ISBN 0-8061-3811-4.
  • Black Hawk. Life of Black Hawk. Originally published 1833. Reprinted often in various editions. Revised in 1882 with inauthentic embellishments; most modern editions restore the original wording.
  • Whitney, Ellen M., ed. The Black Hawk War, 1831–1832: Volume I, Illinois Volunteers. Springfield, Illinois: Illinois State Historical Library, 1970. ISBN 0-912154-22-5. Published as Volume XXXV of Collections of the Illinois State Historical Library. Available online from the Internet Archive.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hall, 2: Jung, 174
  2. 2.0 2.1 Jung, 172.
  3. Eby, 17.
  4. Understanding the war between the States - Chapter 24.
  5. Hall, 21–26; Jung, 13–14; Trask, 29.
  6. Jung, 14; Trask, 64.
  7. Owens, 87–90.
  8. Jung, 21–22.
  9. Trask, 72.
  10. Trask, 28–29.
  11. Trask, 70; Jung, 52–53.
  12. Jung, 52.
  13. Jung, 55.
  14. Jung, 54–55; Nichols, 78.
  15. Jung, 56.
  16. Jung, 53; Trask, 73.
  17. Eby, 35; Jung, 74–75.
  18. Jung, 93–94.
  19. Jung, 94, 108.
  20. Edmunds, 237; Trask, 200; Jung, 95.
  21. Jung, 95; Trask, 198.
  22. Jung, 97; Trask, 198–99.
  23. Trask, 301–02; Jung, 197.
  24. Trask, 298–303.
  25. Trask, 308.